1. საწარმოს მართვის სისტემის პოლიტიკა განსაზღვრავს საწარმოს ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობას და ადგენს ფრენის უსაფრთხოების, საავიაციო უშიშროების და ხარისხის უმაღლესი დონის მიღწევის შემდეგ გზებს და პრინციპებს:

ა) საავიაციო მოვლენების შეტყობინებების პრინციპებს, რომლის მიზანია საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების პრევენცია და არა  ბრალეულობისა ან/და პასუხისმგებლობის დადგენა;

ბ) უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტებისაკენ მისწრაფებას, ოპერირების მაღალი დონის დადგენის გზით;

გ) ყველა შესაბამის მარეგულირებელ დოკუმენტთან, მოთხოვნებთან  და საუკეთესო პრაქტიკასთან შესაბამისობას;

დ) მართვის სისტემის ეფექტიანობის მუდმივი გაუმჯობესების გზებს;

ე) ჩანაწერს  პოლიტიკის განხორციელებისათვის საჭირო რესურსებით უზრუნველყოფის თაობაზე.

2. საწარმომ უნდა დანიშნოს ანგარიშვალდებული პირ(ებ)ი, რომლებიც  პასუხისმგებელნი იქნებიან საწარმოს  მართვის სისტემის პოლიტიკის დანერგვასა და ფუნქციონირებაზ