საწარმომ უნდა განახორციელოს მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლი და პროცედურების შესაბამისობის დაცვა ფაქტობრივ საექსპლუატაციო გარემოსთან და მოთხოვნებთან, კერძოდ:
ა) განსაზღვროს მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლის ფუნქციის მოქმედების არეალი, რომელმაც უნდა მოიცვას საწარმოს სახელშეკრულებო საქმიანობა, საწარმოს საექსპლუატაციო გარემო და საქმიანობის კომპლექსურობა;
ბ) შეიმუშაოს პროცედურა, რომელიც აღწერს საწარმოს მიერ მონიტორინგის განხორციელებას დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, და ასევე მოიცავს სახელმძღვანელოების, საექსპლუატაციო და ოპერატიული ჩანაწერების და სწავლების მიმართ დადგენილი მოთხოვნების შესრულების კონტროლს;
გ) საწარმოში დანიშნული უნდა იყოს პირ(ებ)ი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლის განხორციელებაზე;
დ) პასუხისმგებელმა პირ(ებ)მა უნდა უზრუნველყო(ნ)ს სათანადო ადამიანური რესურსის გამოყოფა მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლის ფუნქციის შესასრულებლად;
ე) პასუხისმგებელ პირს უნდა გააჩნდეს თავისუფალი წვდომა საწარმოს მთლიან საექსპლუატაციო გარემოზე;
ვ) პასუხისმგებელმა პირ(ებ)მა უნდა დანერგოს პროცესი, რომელიც აღწერს საწარმოში მონიტორინგის განხორციელებისას ინტერესთა კონფლიქტის დაცვას, კერძოდ, მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლის ფუნქციის ფარგლებში აუდიტის ჩამტარებელი პირი არ შეამოწმებს იმ სფეროს, რომელიც მის დაქვემდებარებაშია ან/და მონაწილეობას იღებს იმ სფეროს საქმიანობაში;
ზ) მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლის დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს:
ზ.ა) ტერმინოლოგიას;
ზ.ბ) მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლით გათვალისწინებული პროცესების მიმართ მოთხოვნებს;
ზ.გ) საწარმოს სტრუქტურულ აღწერილობას;
ზ.დ) პერსონალის უფლებების და მოვალეობების დადგენას;
ზ.ე) მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლის უზრუნველმყოფ პროცედურებს;
ზ.ვ) მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლის პროგრამას, რომელიც ასახავს:
ზ.ვ.ა) კონტროლის გეგმა-გრაფიკს;
ზ.ვ.ბ) აუდიტის პროცედურებს;
ზ.ვ.გ) ანგარიშგების პროცედურებს;
ზ.ვ.დ) შესრულების გადამოწმების და მაკორექტირებელი ღონისძიებების პროცედურებს;
ზ.ვ.ე) ჩანაწერების შენახვის სისტემას;
ზ.ზ) სასწავლო პროგრამებს;
ზ.თ) დოკუმენტების კონტროლს.
თ) მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლის მართვაზე პასუხისმგებელ პირს გავლილი უნდა ჰქონდეს შესაბამისი სწავლება შემდეგი მიმართულებებით:
თ.ა) მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლი;
თ.ბ) მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლის სახელმძღვანელოები და პროცედურები;
თ.გ) აუდიტის ტექნიკა;
თ.დ) ჩანაწერების წარმოება და ანგარიშგება.
ი) განსაზღვრული უნდა იყოს, თუ რა ვადაში განხორციელდება პერსონალის სწავლება, მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლის მართვაში;
კ) სწავლების ხანგრძლივობა და რესურსი დადგენილი უნდა იყოს მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლით გათვალისწინებული პროცესების კომპლექსურობის და მოცულობის მიხედვით.
თავი V
სააერნაოსნო მომსახურების ტექნიკური უზრუნველყოფა (საავიაციო კავშირგაბმულობის, სანავიგაციო და სარადიოლოკაციო მომსახურებ