თავი V — სააერნაოსნო მომსახურების ტექნიკური უზრუნველყოფა (საავიაციო კავშირგაბმულობის, სანავიგაციო და სარადიოლოკაციო მომსახურება)
1. საწარმო ტექნიკური საშუალების მიმართ ზოგადი მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით, უზრუნველყოფს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 23 თებერვლის №47 ბრძანებით დამტკიცებული „სააერნაოსნო მომსახურების ტექნიკური უზრუნველყოფის წესის“ მე-5 მუხლის მოთხოვნების შესრულებას.
2. საწარმომ ჰაერსანაოსნო მონაცემების და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მიწოდება სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს შესაბამისი სამსახურისთვის უნდა განახორციელოს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ოქტომბრის №471 დადგენილებით დამტკიცებული „ჰაერსანაოსნო მონაცემების და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მიმწოდებლების, მათი უფლება-მოვალეობების და ჰაერსანაოსნო მონაცემების და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მიწოდების წესის“ შესაბამისად