1. საწარმო უნდა აკმაყოფილებდეს სარადიოლოკაციო მომსახურების მიმართ დადგენილ მოთხოვნებს, რომელიც განსაზღვრულია სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 23 თებერვლის №47 ბრძანებით დამტკიცებული „სააერნაოსნო მომსახურების ტექნიკური უზრუნველყოფის წესის“ 21-ე მუხლით.
2. საჰაერო ხომალდთან ინტეროგაცია (კავშირი) უნდა განხორციელდეს იმ რეჟიმით და მიზნობრიობით, რომელიც განსაზღვრულია სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 23 თებერვლის №47 ბრძანებით დამტკიცებულ „სააერნაოსნო მომსახურების ტექნიკური უზრუნველყოფის წესის“ 22-ე მუხლში.
3. პირველადი რადიოლოკატორის გამოყენებით უზრუნველყოფილი უნდა იყოს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 23 თებერვლის №47 ბრძანებით დამტკიცებული „სააერნაოსნო მომსახურების ტექნიკური უზრუნველყოფის წესის“ 23-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნის შესრულება.
4. საწარმო, მეორადი რადიოლოკატორის გამოყენებით, უზრუნველყოფს ხომალდის იდენტიფიკაციას და ბარომეტრული სიმაღლის დადგენას, დაშორების და აზიმუტის აღმოჩენას, ასევე ავარიული კოდების შეტყობინებას, კერძოდ უკანონო ჩარევის და რადიოკავშირის დაკარგვის შესახებ (მიზნობრივად გამოყოფილი და დაჯავშნილი) რეჟიმი A კოდებით, სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 23 თებერვლის №47 ბრძანებით დამტკიცებული „სააერნაოსნო მომსახურების ტექნიკური უზრუნველყოფის წესის“ 24-ე მუხლის მოთხოვნების დაცვით.
5. ავტომატური დამოკიდებული დაკვირვების საშუალება უნდა შეესაბამებოდეს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 23 თებერვლის №47 ბრძანებით დამტკიცებული „სააერნაოსნო მომსახურების ტექნიკური უზრუნველყოფის წესის“ 25-ე მუხლის მოთხოვნებს.
6. მულტილატერალური დაკვირვების საშუალება უნდა შეესაბამებოდეს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 23 თებერვლის №47 ბრძანებით დამტკიცებული „სააერნაოსნო მომსახურების ტექნიკური უზრუნველყოფის წესის“ 26-ე მუხლის მოთხოვნებს.
7. საწარმო რადიოლოკატორის დანერგვისას უზრუნველყოფს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 23 თებერვლის №47 ბრძანებით დამტკიცებული „სააერნაოსნო მომსახურების ტექნიკური უზრუნველყოფის წესის“ 28-ე მუხლის მოთხოვნების დაცვას.
8. საწარმოს მიერ რადიოლოკატორის დამონტაჟების ადგილმდებარეობის შერჩევისას, გათვალისწინებულ უნდა იქნეს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 23 თებერვლის №47 ბრძანებით დამტკიცებული „სააერნაოსნო მომსახურების ტექნიკური უზრუნველყოფის წესის“ 31-ე მუხლის მოთხოვნები.
9. საწარმომ სარადიოლოკაციო ინფორმაციის დამუშავების ავტომატიზებული სისტემის მთავარი ფუნქციების შესაბამისობა უნდა უზრუნველყოს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 23 თებერვლის №47 ბრძანებით დამტკიცებული „სააერნაოსნო მომსახურების ტექნიკური უზრუნველყოფის წესის“ 33-ე მუხლის შესაბამისად.
10. საწარმომ საფრენოსნო ინფორმაციის დამუშავების ავტომატიზებული სისტემის მთავარი ფუნქციების შესაბამისობა უნდა უზრუნველყოს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 23 თებერვლის №47 ბრძანებით დამტკიცებული „სააერნაოსნო მომსახურების ტექნიკური უზრუნველყოფის წესის“ 34-ე მუხლის შესაბამისად.
თავი VI
საავიაციო მეტეოროლოგიური მომსახურე