1. საწარმო ახორციელებს საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტების, ეკიპაჟის საფრენოსნო შემადგენლობის, საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოს, ძებნა-შველის ოპერაციებში ჩართული ორგანოს, აეროპორტების და საქართველოს საჰაერო სივრცის სხვა მომხმარებლების მეტეოროლოგიური ინფორმაციით უზრუნველყოფას.
2. მეტეოროლოგიური ინფორმაცია უნდა ინახებოდეს სულ მცირე 30 დღის განმავლობაში.
3. მეტეოროლოგიური ინფორმაცია მოთხოვნისამებრ ხელმისაწვდომი უნდა იყოს საავიაციო შემთხვევების მოკვლევისათვის და მისი შენახვა უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მოკვლევის დასრულებამდე.
4. ოპერატიული მეტეოროლოგიური ინფორმაცია ვრცელდება ოპერატიულ-მეტეოროლოგიურ საერთაშორისო მონაცემთა ბანკებსა და ჰაერსანაოსნო ფიქსირებული სატელიტური მომსახურების გავრცელების სისტემების ცენტრებში.
5. საწარმოს უნდა გააჩნდეს სისტემები, პროცესები და შესაბამისი კავშირგაბმულობის საშუალებები, სხვა მეტეოროლოგიურ სამსახურებთან ინფორმაციის გაცვლისა და მეტეოროლოგიური ინფორმაციის მომხმარებელთან დროული მიწოდების მიზნით.
6. მეტეოროლოგიური ბიულეტენების ანბანურ-ციფრული ფორმა და გავრცელების პერიოდულობა უნდა განხორციელდეს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 დეკემბრის №325 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის“ 117-ე მუხლის შესაბამისად.
7. საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოების მიერ საჰაერო ხომალდიდან მიღებული მონაცემების შემდგომი გავრცელება ზონალური პროგნოზების მსოფლიო ცენტრში (ზპმც) უნდა განხორციელდეს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 დეკემბრის №325 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის“ 35-ე მუხლის შესაბამისად.
8. ზპმც-ის ინფორმირება მნიშვნელოვან სხვადასხვაობაზე უნდა განხორციელდეს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 დეკემბრის №325 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის“ 69-ე მუხლის შესაბამისად.
9. CAVOK-ის გამოყენება უნდა განხორციელდეს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 დეკემბრის №325 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის“ 74-ე მუხლის შესაბამისად.
11. ადგილობრივი სპეციალური ცნობების – SPECI გამოცემის კრიტერიუმები უნდა მოიცავდეს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 დეკემბრის №325 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის“ 75-ე მუხლში მოცემულ სიდიდეებს და ინფორმაციას.
12. საწარმომ ჰაერსანაოსნო მონაცემების და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მიწოდება სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს შესაბამისი სამსახურისთვის უნდა განახორციელოს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ოქტომბრის №471 დადგენილებით დამტკიცებული „ჰაერსანაოსნო მონაცემების და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მიმწოდებლების, მათი უფლება-მოვალეობების და ჰაერსანაოსნო მონაცემების და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მიწოდების წესის“ შესაბამისად