1. მეტეოროლოგიური სამსახური უნდა აკმაყოფილებდეს  საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 დეკემბრის  №325 დადგენილებით დამტკიცებული  ტექნიკური რეგლამენტის „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის  მოთხოვნებს.

2. საჰერო ხომალდის ექსპლუატანტის და საფრენოსნო ეკიპაჟის წევრების ინფორმირება/მომსახურება უნდა განხორციელდეს  საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 დეკემბრის №325 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის“ მე-9 და მე-18  თავის მოთხოვნების შესაბამისად.

3. მეტეოროლოგიური სამსახური უზრუნველყოფს, ვულკანის ამოფრქვევის ან მოსალოდნელი ამოფრქვევის შესახებ ვულკანური ფერფლის საკონსულტაციო ცენტრებიდან (VAAC) ვულკანური ფერფლის ღრუბლის სიმძლავრისა და სავარაუდო გადაადგილების შესახებ საკონსულტაციო ინფორმაციის მიღებას და მის გავრცელებას საჰაერო მოძრაობის ორგანოებსა და საფრენოსნო ინფორმაციის სამსახურში.

4. მეტეოროლოგიური სამსახური უზრუნველყოფს, ტროპიკული ციკლონების საკონსულტაციო ცენტრიდან (TCAC) ინფორმაციის მიღებას და მის გავრცელებას საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 დეკემბრის №325 დადგენილებით  დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის“ მე-12 მუხლის შესაბამისად