სხ-ების მიერ უახლესი მეტეოროლოგიური ინფორმაციის მისაღებად, მეტეოროლოგიურ სამსახურსა და  საწარმოს შორის,  (თუ მეტეოროლოგიური ინფორმაციის სამსახური არ წარმოადგენს სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სტრუქტურულ ერთეულს), უნდა არსებობდეს შეთანხმება, რათა საჰაერო მოძრაობის მომსახურების პერსონალმა:

ა)    გარდა ინდიკაციური ხელსაწყოების მაჩვენებლებისა, გადასცეს სხვა მეტეოროლოგიური ელემენტები, რომელთა მიმართებითაც შეიძლება არსებობდეს შეთანხმება, თუ აღნიშნულს აკვირდება სმმ- ის პერსონალი ან მათი გადაცემა მოხდა სხ-ის მიერ;

ბ)    შეძლებისდაგვარად სწრაფად აცნობოს მეტეოროლოგიურ სამსახურს საექსპლუატაციო მნიშვნელობის მეტეოროლოგიური მოვლენების შესახებ, რომლებიც არ შევიდა აეროდრომის მიმდინარე რეგულარულ მეტეოროლოგიურ ცნობაში და აღნიშნულს აკვირდება საჰაერო მოძრაობის მომსახურების პერსონალი ან მათი გადაცემა მოხდა სხ-ის მიერ;

გ)    შეძლებისდაგვარად სწრაფად გადასცეს შესაბამის მეტეოროლოგიურ სამსახურს სათანადო ინფორმაცია ვულკანური აქტივობის შესახებ, რომელიც წინ უსწრებს ვულკანის ამოფრქვევას,  ვულკანის ამოფრქვევის შესახებ, ასევე ინფორმაცია ვულკანური ფერფლის ღრუბლების შესახებ. გარდა ამისა, რაიონული სამეთვალყურეო პუნქტები და საფრენოსნო ინფორმაციის პუნქტები ინფორმაციას წარუდგენენ მეტეოროლოგიური დაკვირვების შესაბამის ორგანოებს და ვულკანური ფერფლის შესახებ საკონსულტაციო ცენტრებს.

შენიშვნა1: ვულკანური ფერფლის შესახებ საკონსულტაციო ცენტრი ინიშნება რეგიონული სააერნაოსნო შეთანხმების შესაბამისად, როგორც ეს მითითებულია ჩიკაგოს კონვენციის მე-3 დანართის, მე-3 თავის 3.5.1 პუნქტში.

შენიშვნა2: NOTAM-ის და SIGMET-ის შეტყობინებებში ვულკანური ფერფლის შესახებ ინფორმაციის გაერთგვაროვნების მიზნით, ხორციელდება მჭიდრო კოორდინაცია რაიონულ სამეთვალყურეო პუნქტებს, საფრენოსნო ინფორმაციის პუნქტებსა და მეტეოროლოგიური დაკვირვების შესაბამის პუნქტს შორი