1. საწარმო ვალდებულია ამ თავის მოთხოვნების შესაბამისად აღჭურვოს ის პუნქტები, რომლებიც მითითებულია საწარმოს სახელმძღვანელოში.

2. სააეროდრომო სამეთვალყურეო პუნქტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა)  აგებულია და განლაგებულია ისე, რომ:

ა.ა) უზრუნველყოფილია სააეროდრომო მოძრაობის მაქსიმალურად შესაძლო ხედვა; და

ა.ბ) დაცულია თვალისმომჭრელი სინათლის ან ანარეკლის ზემოქმედებისგან; და

ა.გ) დაცულია ხმაურისგან;

ბ) დაცულია  ნებისმიერი პროცესისგან, რამაც შესაძლოა გავლენა იქონიოს წინამდებარე მუხლის მეორე პუნქტის ა) ქვეპუნქტის მოთხოვნებზე; და

გ) უზრუნველყოფილია:

გ.ა) საპირფარეშოს სანიტარიულ-ჰიგიენური მოწყობილობებით, რათა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი საჰაერო მოძრაობის მომსახურების შესაძლო შეფერხება ან შეწყვეტა; და

გ.ბ)   საკვებისა და სასმლის შესანახი და მოსამზადებელი საშუალებებით; და

დ)   უზრუნველყოფილია ორმხრივი სამეტყველო კავშირით:

დ.ა) ნებისმიერ სხ-თან, საწარმოს პასუხისმგებლობის ქვეშ მყოფ ან მოსაზღვრე საჰაერო სივრცეში; და

დ.ბ)  ნებისმიერ სხ-თან, სატრანსპორტო საშუალებასთან და პირთან სამანევრო არეზე ან მის სიახლოვეს; და

ე) უზრუნველყოფილია შემდეგი მინიმალური აღჭურვილობით:

ე.ა) სისტემებით, რომლებიც აჩვენებს მიმდინარე და მოსალოდნელ სააეროდრომო მოძრაობას, ინდივიდუალური სხ-ის შესახებ დამხმარე ინფორმაციასთან ერთად;

ე.ბ)  კვების წყაროთი;

ე.გ)   შესაბამისი  საავიაციო და სხვა სახის რუკებით

ე.დ)  ჭოგრიტით;

ე.ე)  საათებით;

ე.ვ)  მორიგეობის მიღება-გადაბარების სისტემით;

ე.ზ) გარე ტემპერატურის ინდიკატორით;

ე.თ) ბარომეტრული (აბსოლუტური) სიმაღლის საზომის ინდიკატორით;

ე.ი.) სასიგნალო ნათურით (სანათით)  მწვანე, წითელი და თეთრი ფერის ფუნქციებით, რომელიც იძლევა დაუყოვნებლივ გამოყენების საშუალებას;

ე.კ) სატელეფონო კავშირით;

ე.ლ) დასაფრენად შესვლის და დაფრენის საშუალებების და ნებისმიერი საგზაო, საზღვაო და  სარკინიგზო სასიგნალო მოწყობილობის მდგომარეობის მონიტორებით, რამაც შესაძლოა გავლენა იქონიოს ადზ-ს გამოყენებაზე;

ე.მ) საავარიო აღჭურვილობით;

ე.ნ) ხილვადობის და ღრუბლების სიმაღლის მზომი მაჩვენებლით;

ე.ო) ხმის და შესაბამისი მონაცემების ჩამწერი მოწყობილობით;

ე.პ) ქარის მიმართულების და სიჩქარის მაჩვენებლით. აღნიშნული დისპლეი დაკავშირებულია დაკვირვების იმავე წერტილთან და იმავე გადამცემთან, რომელთანაც მეტეოროლოგიური სადგურის შესაბამისი დისპლეი, თუ ასეთი სადგური არსებობს. იმ შემთხვევაში, როდესაც გამოიყენება რამდენიმე გადამცემი, გარკვევით უნდა აღინიშნოს დისპლეი, რომელსაც ისინი უკავშირდებიან ყოველი გადამცემის მიერ კონტროლირებადი ადზ-ს და ადზ-ს მონაკვეთის იდენტიფიცირების მიზნით;

ე.ჟ)  სახანძრო  განგაშის ხმოვანი სისტემით;

ე.რ) საავიაციო ფიქსირებული კავშირგაბმულობის ქსელის (AFTN) სადგურით, ან თუ აღნიშნულს ითვალისწინებს სმმ-ის შეთანხმებები, ალტერნატიული საშუალებებით, ჩვეულებრივ, AFTN-ით გადასაცემი ინფორმაციის მისაღებად და გადასაცემად;

ე.ს) აეროდრომის განათების მართვის პულტით;

ე.ტ) ადზ-ზე ხილვადობის სიშორის მაჩვენებლით, როდესაც იგი იზომება ხელსაწყოების მეშვეობით. აღნიშნული დისპლეი დაკავშირებულია დაკვირვების იმავე წერტილთან და იმავე გადამცემთან, რომელთანაც მეტეოროლოგიური სადგურის შესაბამისი დისპლეი, თუ ასეთი სადგური არსებობს; და

ე.უ) აეროდრომები, სადაც ღრუბლების ქვედა საზღვრის სიმაღლე იზომება ხელსაწყოების მეშვეობით, უნდა აღიჭურვოს დისპლეით, რომელიც საშუალებას იძლევა გამოითვალოს ღრუბლების ქვედა საზღვრის სიმაღლის მიმდინარე მნიშვნელობა. აღნიშნული დისპლეი დაკავშირებულია დაკვირვების იმავე წერტილთან და იმავე გადამცემთან, რომელთანაც მეტეოროლოგიური სადგურის შესაბამისი დისპლეი, თუ ასეთი სადგური არსებობს;

ე.ფ)  საევაკუაციო გასასვლელით.

3. საწარმო ვალდებულია უზრუნველყოს, რომ რაიონული სამეთვალყურეო პუნქტი, საფრენოსნო საინფორმაციო პუნქტი და მისადგომის სამეთვალყურეო პუნქტი:

ა) აღჭურვილი იყოს ორმხრივი სამეტყველო კავშირის და/ან მონაცემთა გადაცემის საშუალებებით ნებისმიერ სხ-თან, პუნქტის  პასუხისმგებლობის ქვეშ მყოფ ან მოსაზღვრე საჰაერო სივრცეში; და

ბ) უზრუნველყოფილი იყოს შემდეგი მინიმალური აღჭურვილობით:

ბ.ა) ასახვის სისტემით ან სისტემებით, რომლებიც აგებულია ისე, რომ აჩვენებს მიმდინარე და მოსალოდნელ საჰაერო მოძრაობას, ინდივიდუალური სხ-ის შესახებ დამხმარე ინფორმაციასთან ერთად;

ბ.ბ)  კვების წყაროთი;

ბ.გ)  შესაბამისი საავიაციო და  სხვა სახის რუკებით;

ბ.დ) საათით;

ბ.ე) მორიგეობის მიღება-გადაბარების სისტემით;

ბ.ვ) აუცილებლობისას, დასაფრენად შესვლის და დაფრენის საშუალებების მდგომარეობის ინდიკატორით;

ბ.ზ) სატელეფონო კავშირით;

ბ.თ) ხმის და მონაცემების ჩამწერი მოწყობილობით;

ბ.ი) AFTN-ის სადგურით;

ბ.კ) მისადგომის სამეთვალყურეო პუნქტისთვის,  სახელსაწყო დაფრენის სისტემის/მიკროტალღური დაფრენის სისტემის მდგომარეობის ინდიკატორით, შესაბამისი აეროდრომისთვის;

ბ.ლ) იმ დასაფრენად შესვლის მართვის სამეთვალყურეო ადგილისთვის, რომელიც პასუხისმგებელია სხ-ის მართვაზე დასაფრენად შესვლის დასკვნით საფეხურზე და დაფრენისას და აფრენისას, ქარის მიმართულების და სიჩქარის ინდიკატორით, რომელიც დაკავშირებულია იმავე წყაროსთან, რომელთანაც სააეროდრომო სამეთვალყურეო პუნქტის შესაბამისი მოწყობილობაა დაკავშირებული.

4. საწარმო ვალდებულია უზრუნველყოს წინამდებარე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით მოთხოვნილი საავიაციო კავშირგაბმულობის მოწყობილობების ექსპლუატაცია განხორციელდეს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 23 თებერვალს ბრძანება №47 დამტკიცებული „სააერნაოსნო მომსახურების ტექნიკური უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად.

5. საწარმომ ვალდებულია უზრუნველყოს საჰაერო მოძრაობის მომსახურებისას გამოყენებული ინფორმაციის ასახვის სისტემის განთავსება იმგვარად, რომ იგი პერსონალისთვის იქნეს ადვილად აღსაქმელი.

6. წინამდებარე მუხლის მე-2 პუნქტის დ) და ე) ქვეპუნქტებით და მე-3 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებით მოთხოვნილ მოწყობილობებს უნდა გააჩნდეს საიმედოობის, ხელმისაწვდომობის და მთლიანობის ისეთი დონე, რომ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი მტყუნების, გამოუსადეგარობის ან ტექნიკური მახასიათებლების მნიშვნელოვანი გაუარესების შესაძლებლობა.

7. საწარმო ვალდებულია შეიმუშაოს პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფს წინამდებარე მუხლის მე-2 პუნქტის ე.ლ) და მე-3 პუნქტის ბ.ვ) და ბ.ი) ქვეპუნქტებით მოთხოვნილი მდგომარეობის ინდიკატორების აღჭურვას:

ა) ხმოვანი სიგნალით, მდგომარეობის ცვლილების ასახვის მიზნით; და

ბ) მიმდინარე მდგომარეობის ვიზუალური ასახვი