1. საწარმო ვალდებულია უზრუნველყოს სამუშაო კომუნიკაციის და სარადიოლოკაციო მონაცემების ჩაწერა. ჩანაწერებზე წვდომა უნდა ჰქონდეთ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც ჩართულნი არიან საავიაციო მოვლენების მოკვლევაში.
2. საწარმო ვალდებულია უზრუნველყოს:
ა) ხმის ჩაწერის კარგი ხარისხი და დროში თანაფარდობის სისწორე;
ბ) ჩანაწერების სათანადოდ დარეგისტრირება, თარიღის და დროის მითითებით; და
გ) საჰაერო მოძრაობის მომსახურებისას საუბრების და სარადიოლოკაციო მონაცემების ჩანაწერების შენახვა მინიმუმ 30 დღის განმავლობაში.
3. საწარმო ვალდებულია სმმ-ის ყველა პუნქტი აღჭურვოს სამუშაო ადგილზე საუბრის და ხმოვანი ფონის ჩამწერი მოწყობილობებით, რომლებსაც შეუძლია ჩაწერილი ინფორმაციის შენახვა, სულ მცირე, ბოლო 24 საათის განმავლობაშ