1. სარადიოლოკაციო ინფორმაციის წყაროს ხშირ შემთხვევაში უნდა წარმოადგენდეს პირველადი, მეორადი რადიოლოკატორები და ავტომატური დამოკიდებული დაკვირვების საშუალებები, აღნიშნული წყაროს მიერ წარმოებული ინფორმაციის დამუშავება უნდა განხორციელდეს სარადიოლოკაციო ინფორმაციის დამუშავების ავტომატიზებულ სისტემაში, საიდანაც დამუშავებული სარადიოლოკაციო ინფორმაცია უნდა აისახოს მეთვალყურეს   სამუშაო პოზიციაზე დამონტაჟებულ მონიტორზე.

2. სარადიოლოკაციო ინფორმაციის დამუშავების ავტომატიზებული სისტემის მთავარი ფუნქციებია:

ა) დაკვირვება, ინტეროგაციაში მყოფ საჰაერო ხომალდებისაგან მიღებული  რეპორტების კორელაცია უწყვეტი სკანირების საშუალებით;

ბ) ტრეკის მდგომარეობით ვექტორის ელემენტების შეფასება, როგორიცაა ადგილმდებარეობა, სიჩქარე მიწის ზედაპირთან მიმართებაში, კურსი და ვერტიკალური სიჩქარე;

გ) არასწორი პლოტების ჩახშობა; და

დ) ოპერატიული მონიტორის სისტემის ტრეკის მონაცემებით  და ასევე შემდეგი ავტომატური ფუნქციებით უზრუნველყოფა:

დ.ა) ტრეკის და ფრენების გეგმის კორელაცია;

დ.ბ) კონფლიქტის განგაში; და

დ.გ) ფრენის ტრაექტორიის მონიტორინგი.

3. სარადიოლოკაციო ინფორმაციის დამუშავების სისტემის საშუალებით საჰაერო ხომალდზე უწყვეტი დაკვირვება შესაძლებელია  განხორციელდეს შემდეგი დაკვირვების გამოყენებით:

ა) მოზაიკური სისტემით; ან

ბ) დაკვირვების ე.წ. „ფიუჟენ“ სისტემით; ან

გ) ადგილმდებარეობის რეპორტი, ე.წ. „ფიუჟენ“  სისტემით.

4. მონაცემების გაცვლა სარადიოლოკაციო საშუალებებსა და სარადიოლოკაციო ინფორმაციის დამუშავების სისტემასთან უნდა განხორციელდეს ასტერიქსის ფორმატში