1. რადიოლოკატორის დანერგვა უნდა განხოციელდეს იქ, სადაც რადიოლოკატორის მომსახურება გამოიყენება საჰაერო მოძრაობის მომსახურების მიზნების მისაღწევად.
2. რადიოლოკატორის დანერგვისას საწარმოს მიერ:
ა) განსაზღვრულ უნდა იქნეს შემდეგი ოპერირების მოთხოვნები:
ა.ა) რა სახის სარადიოლოკაციო საშუალების გამოყენება არის დაგეგმილი (აღნიშნული ფაქტორი საშუალებას იძლევა, რომ განისაზღვროს ოპერირებისათვის საჭირო მოთხოვნები);
ა.ბ) რა იქნება საშუალების ოპერირების არეალი; (აღნიშნული ფაქტორი საშუალებას იძლევა, რომ განისაზღვროს საშუალების ოპერირების ლიმიტები, როგორიცაა გადაფარვის მინიმალური ქვედა, მაქსიმალური ზედა და ჰორიზონტალური დონე)
ა.გ) საჰაერო მოძრაობას რომელ ტიპს უნდა მოემსახუროს საშუალება; (აღნიშნული ფაქტორი საშუალებას იძლევა, რომ განისაზღვროს ფრენის წესების რომელ ტიპს მოემსახურება საშუალება)
ბ) გათვალისწინებული უნდა იქნეს ადგილობრივი გარემო (ფაქტიური და სამომავლო), მათ შორის:
ბ.ა) საჰაერო მოძრაობის ფაქტობრივი და სამომავლო მოცულობა, ყველაზე დატვირთული დროის ჩათვლით;
ბ.ბ.) საჰაერო ტრასების სტრუქტურა;
ბ.გ) საჰაერო ხომალდის ტიპი და მათი გადაადგილების მაქსიმალური სიჩქარე, სიმაღლის აღების მაქსიმალური დონე;
ბ.დ) საჰაერო მოძრაობის გადანაწილება ან გაერთიანება იმ საჰაერო ხომალდებით, რომელსაც არ გაჩნიათ შესაბამისი მოპასუხეები;
ბ.ე) არსებული სარადიოლოკაციო მომსახურების გაწევაში გამოყენებული ტექნიკური საშუალებების თავიდან გამოყენების შესაძლებლობა;
ბ.ვ) განსაზღვრულ უნდა იქნეს სარადიოლოკაციო მომსახურების გაწევაში გამოყენებული ტექნიკური საშუალებების განლაგების ადგილები და მათი ქმედუნარიანობა;
ბ.ზ) რეზერვირების დონე;
ბ.თ) ახალი სარადიოლოკაციო სისტემის დანერგვის შემთხვევაში საჰაერო ხომალდების მოპასუხეების განახლების აუცილებლობა;
ბ.ი) სარადიოლოკაციო სისტემის დანერგვის შემთხვევაში ოპერირების პროცედურებზე ზემოქმედება.
გ) საშუალების პერიოდული შემოწმება, ნომინალურ მაჩვენებლებთან მიმართებაშ