1. სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებიდან, ორგანიზაციებიდან და მოსახლეობიდან ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის შესახებ შეტყობინების მიღება, ანალიზი და სხვა უწყებებისათვის გადაცემა უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ, შესაბამისი რეაგირების ოპერატიულად განხორციელების მიზნით.
2. მოსალოდნელი ან მომხდარი ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის შესახებ შეტყობინების მიღების შემთხვევაში, რეაგირებაში ჩართულ სუბიექტებს, მზადყოფნაში მოჰყავთ პერსონალი და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები. აღნიშნული სუბიექტების რეაგირების პროცესში მონაწილეობა დამოკიდებულია ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის განვითარებაზე.
3. ბირთვულ ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისას საერთაშორისო დახმარების მოთხოვნის საკითხები რეგულირდება „ბირთვული ავარიის ან რადიაციული ავარიული სიტუაციების შემთხვევაში დახმარების შესახებ“ კონვენციითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
4. დიპლომატიური არხებით საერთაშორისო დახმარების მოთხოვნის დამატებით გადაგზავნას უზრუნველყოფს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრ