1. რეაგირება უნდა შეწყდეს იმ შემთხვევაში, როდესაც აღარ არსებობს ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის არეალის გაფართოების, ადამიანთა დაზარალების, ადამიანსა და გარემოზე მაიონებელი გამოსხივების მავნე ზემოქმედების საფრთხე.
2. რეაგირების შეწყვეტა დაუშვებელია ყველა აუცილებელი გადაუდებელი და ადრეული დაცვითი ღონისძიების მიღებამდე.
3. რეაგირების შეწყვეტამდე უნდა დადგინდეს რადიოლოგიური მდგომარეობა, შეფასდეს მიღებული დოზები (მათ შორის, დასხივების მიმართ ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების, როგორიცაა ორსული ქალებისა და ბავშვების მიერ მიღებული დოზები) და მოხდეს დასხივების გზების იდენტიფიცირება. რადიოლოგიური მდგომარეობის დადგენისას უნდა იქნეს გათვალისწინებული რეაგირების ფარგლებში მიღებული დაცვითი ღონისძიებების შეწყვეტის გავლენა და მიწისა და წყლის ზედაპირის სამომავლო გამოყენების ვერსიები, საჭიროების შემთხვევაში (მაგალითად, შეზღუდვების დაწესება ან გამოყენების ალტერნატიული გზების იდენტიფიცირება).
4. რადიოლოგიური მდგომარეობა უნდა შეფასდეს რეფერენტული დონეების, ძირითადი და ოპერაციული კრიტერიუმებისა და დოზური ზღვრების მიხედვით, რათა დადასტურდეს, რომ ავარიული დასხივების სიტუაციიდან არსებულ ან დაგეგმილ დასხივების სიტუაციაში გადასვლის ყველა წინაპირობა დაკმაყოფილებულია.
5. რეაგირების შეწყვეტამდე უნდა განხორციელდეს ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის საფრთხეების შეფასება, რაც გახდება რეაგირების გეგმის განახლების საფუძველი.
6. საფრთხეების შეფასების საფუძველზე უნდა მოხდეს იმ ადგილების იდენტიფიცირება, სადაც საჭიროა დაცვითი და რეაგირების სხვა ღონისძიებების, ასევე შემარბილებელი ღონისძიებების მიღება და უნდა გადაიხედოს რეაგირების არსებული ღონისძიებები.
7. რეაგირების შეწყვეტამდე უნდა დადასტურდეს, რომ პროფესიული დასხივების მოთხოვნები შეიძლება გავრცელდეს ყველა იმ მუშაკზე, რომელიც ჩართულია აღდგენით სამუშაოებში.
8. რეაგირების შეწყვეტამდე უნდა მოხდეს შეწყვეტისათვის რელევანტური არარადიოლოგიური შედეგებისა (ფსიქოლოგიური და ეკონომიკური) და სხვა ფაქტორების (რესურსების და სხვადასხვა სოციალური მომსახურების ხელმისაწვდომობა, ტექნოლოგიები, მიწის გამოყენების ვერსიები, საზოგადოების შემგუებლობა) იდენტიფიცირება და შეფასება.
9. რეაგირების შეწყვეტამდე უნდა შეიქმნას იმ ადამიანთა რეესტრი, რომელთაც ესაჭიროებათ შემდეგი სამედიცინო ზედამხედველობა.
10. რეაგირების შეწყვეტამდე მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციიდან წარმოქმნილი რადიოაქტიური ნარჩენების მართვის საკითხი.
11. რეაგირების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის მართვაზე უფლებამოსილი ორგან