1. ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის დროს, ასევე რეაგირების ფარგლებში საგნების, ტერიტორიებისა და ადამიანების დეკონტამინაციის, შემარბილებელი და აღდგენითი ღონისძიებებისა და სხვა ქმედებების განხორციელებისას წარმოქმნილი რადიოაქტიური ნარჩენები მოკლე ვადაში უნდა იქნეს იდენტიფიცირებული, დახარისხებული და შენახული ბირთვული უსაფრთხოებისა და დახულობის მოთხოვნების დაცვით.
2. რადიოაქტიური ნარჩენებისადმი უსაფრთხო და ეფექტიანი მოპყრობისათვის აუცილებელია:
ა) რადიოაქტიური ნარჩენების მახასიათებლების დადგენა;
ბ) რადიოაქტიური ნარჩენების კრიტერიუმებისა და კატეგორიის განსაზღვრა;
გ) რადიოაქტიური ნარჩენების რაოდენობის შეძლებისდაგვარად მინიმუმამდე დაყვანა;
დ) რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობის მეთოდის განსაზღვრა, მათი სასიცოცხლო ციკლის ყველა ეტაპის თავსებადობის გათვალისწინებით;
ე) შესაბამისი შესანახი ადგილის განსაზღვრა;
ვ) არარადიოაქტიური ნარჩენების აღრიცხვა.
3. ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის შედეგად რადიოაქტიური ნარჩენების წარმოქმნისას უნდა იქნეს გათვალისწინებული სპეციალური მოპყრობა ადამიანისა და ცხოველების ნარჩენებზე, რომელთა ნაწილები შესაძლებელია იყოს რადიოაქტიურად დაბინძურებულ