1. ავარიულ რეაგირებაში მონაწილე სუბიექტები რეაგირებას ახორციელებენ საკუთარი ხარჯებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს წინასწარი შეთანხმება ობიექტის ხელმძღვანელობასა და რეაგირებაში მონაწილე სუბიექტს შორის.

2. ადგილობრივი მნიშვნელობის ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის შემდეგ აღდგენითი ღონისძიებების ფინანსურ-მატერიალური გარანტიები და განხორციელების მექანიზმი განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

3. ეროვნული მნიშვნელობის ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის შემდეგ აღდგენითი ღონისძიებების ფინანსურ-მატერიალური გარანტიები და განხორციელების მექანიზმი ეროვნულ დონეზე განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისა