1. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტის მფლობელი ან ოპერატორი, კომპეტენციის ფარგლებში, იწყებს რეაგირებას, ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების გეგმის შესაბამისად, ატყობინებს მარეგულირებელ ორგანოსა და შესაბამის ორგანოებს ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის შესახებ.
2. ადგილობრივი მნიშვნელობის ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში, ძალების აქტივაციას ახორციელებენ შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელები, რომლებიც, ასევე ატყობინებენ კომპეტენტურ ორგანოებს ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის შესახებ.
3. ეროვნულ დონეზე ძალთა აქტივაციის მასშტაბებს განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, მარეგულირებელი ორგანოსა და კომპეტენტური სუბიექტების მიერ მიწოდებულ რეკომენდაციებზე დაყრდნობით და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისა