1. ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებაში ჩართული სუბიექტების სწავლებების სიხშირე განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ამ ტექნიკური რეგლამენტით.

2. ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებაში ჩართული უწყებების უწყებათაშორისი სწავლება ტარდება წელიწადში არანაკლებ ერთხელ.

3. საობიექტო სწავლება ტარდება ობიექტის ხელმძღვანელობის მიერ დადგენილი წესით წელიწადში არანაკლებ ერთხელ. ობიექტის ხელმძღვანელობა ვალდებულია, ჩააბაროს სრული ანგარიში მარეგულირებელ ორგანოს სწავლების შესახე