ბირთვული და რადიაციული ობიექტის ოპერატორი:
ა) რისკებისა და საფრთხეების შეფასების საფუძველზე უზრუნველყოფს ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების გეგმის შემუშავებასა და პერიოდულ განახლებას;
ბ) ახორციელებს საკუთარ ობიექტში ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის პრევენციულ ღონისძიებებს;
გ) ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის განვითარების შემთხვევაში ახორციელებს რეაგირებას და დაუყოვნებლივ ატყობინებს მარეგულირებელ ორგანოს;
დ) უზრუნველყოფს ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის მიზეზების დადგენას მათი განმეორების თავიდან აცილების მიზნი