საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი:
ა) ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში იღებს შეტყობინებას შესაბამისი პასუხისმგებელი უწყებიდან, როგორც ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების (შემდგომში − ჯსწ) ეროვნული კოორდინატორი და 24 (ოცდაოთხი) საათის განმავლობაში ატყობინებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ჯსწ-ის საკონტაქტო პუნქტს, ჯსწ-ის მე-2 დანართის შესაბამისი გადაწყვეტილების ინსტრუმენტის მიხედვით;
ბ) მონაწილეობს ბირთვული და რადიაციული საფრთხეების, მათგან დასხივების თავიდან აცილების/შემცირების ან პრევენციის შესახებ შესაბამისი საგანმანათლებლო მასალის მომზადებასა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაში;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობს ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის შედეგების ლიკვიდაციაშ