1. სსიპ − შემოსავლების სამსახური საქართველოს საბაჟო საზღვარზე დასენიანებული ქვეყნიდან ჩამოსული მგზავრების ჩამოსვლის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან მაქსიმუმ 24 საათის განმავლობაში შეტყობინებას უგზავნის სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, შეტყობინება უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) დეტალური ინფორმაცია შემოსული მგზავრისა და რისკის ფაქტორის შესახებ;
ბ) ლაბორატორიული კვლევისთვის აღებული ნიმუშის შესახებ ინფორმაცია;
გ) საეჭვო გამომწვევის/ტოქსინის/დამასენიანებლის საიდენტიფიკაციო მონაცემი.
2. ნიმუშის აღებას, ლაბორატორიულ შეფუთვასა და უსაფრთხო ტრანსპორტირებას კვლევისთვის უზრუნველყოფს შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირი, დადგენილი წესების შესაბამისა