1. სასმელი წყლით გამოწვეული დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი 24 საათის განმავლობაში უგზავნის შეტყობინებას სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს და მუნიციპალიტეტების შესაბამის ორგანოებს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მიღებულ ინფორმაციას აწვდის სურსათის ეროვნულ სააგენტოს. შეტყობინება უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) დიაგნოზი ICD-10 კლასიფიკაციით;
ბ) შემთხვევის საიდენტიფიკაციო ინფორმაცია (კონფიდენციალურობის დაცვით) და დაავადებულის სტატუსი (ცოცხალი, გარდაცვლილი), რაოდენობა;
გ) დიაგნოსტირების თარიღი;
დ) რისკის ფაქტორის შემცველი სასმელი წყლის ადგილმდებარეობა.
2. სასმელი წყლის დაბინძურების შესახებ ინფორმაციის მიღებისას სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტო 24 საათის განმავლობაში უგზავნის შეტყობინებას სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს. შეტყობინება უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) რისკის ფაქტორის დახასიათება;
ბ) რისკის ფაქტორის შემცველი სასმელი წყლის შესახებ ინფორმაცია.
3. რეკრეაციული წყლით გამოწვეული დაავადებების აღმოჩენის შემთხვევაში, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი 24 საათის განმავლობაში აწვდის შეტყობინებას სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს და მუნიციპალიტეტების შესაბამის ორგანოებს. სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მიღებულ ინფორმაციას აწვდის საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს. შეტყობინება უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) დიაგნოზი ICD-10 კლასიფიკაციით;
ბ) შემთხვევის საიდენტიფიკაციო ინფორმაცია (კონფიდენციალურობის დაცვით) და დაავადებულის სტატუსი (ცოცხალი, გარდაცვლილი), რაოდენობა;
გ) დიაგნოსტირების თარიღი;
დ) რისკის ფაქტორის შემცველი რეკრეაციული წყლის შესახებ ინფორმაცია.
4. რეკრეაციული წყლის დაბინძურების აღმოჩენის შემთხვევაში, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო 24 საათის განმავლობაში აწვდის შეტყობინებას სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს და მუნიციპალიტეტების შესაბამის ორგანოებს. შეტყობინება უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) რისკის ფაქტორის დახასიათება;
ბ) რისკის ფაქტორის შემცველი რეკრეაციული წყლის ადგილმდებარეობ