1. სსიპ − შემოსავლების სამსახური საქართველოს საბაჟო საზღვარზე ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის შემოწმებისას გამოვლენილ დაავადებებზე, რომლებიც საჭიროებენ გადაუდებელი ღონისძიებების გატარებას, შეტყობინებას დაუყოვნებლივ აწვდის სსიპ − სურსათის ეროვნულ სააგენტოს. თითოეული სასაქონლო პარტიის შესახებ ელექტრონულად მიეწოდება „ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კოტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №429 დადგენილებით განსაზღვრულ „საერთო ვეტერინარული შესვლის დოკუმენტში“ ასახული ინფორმაცია, რომელიც აუცილებლად უნდა მოიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) „სახელმწიფო ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის ჩატარების აქტის“ სერიული ნომერი;
ბ) საქონლის სასაზღვრო ინსპექციის პუნქტში შემოსვლის თარიღი;
გ) საქონლის წონა ან რაოდენობა;
დ) საქონლის დასახელება, ცხოველთა სახეობა;
ე) საქონლის თანმხლები ვეტერინარული სერტიფიკატის/ნებართვის ნომერი;
ვ) წარმოშობის ქვეყანა, საწარმო;
ზ) საქონლის დანიშნულების ადგილი, მიმღები;
თ) მიღებული გადაწყვეტილება;
ი) ლაბორატორიული კვლევისთვის აღებული ნიმუშის შესახებ ინფორმაცია.
2. ნიმუშის აღებას ლაბორატორიული კვლევისთვის, ნიმუშის შეფუთვასა და უსაფრთხო ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს სსიპ − შემოსავლების სამსახური (იმ შემთხვევაში, როდესაც ნიმუშის აღება, მისი შეფუთვა ან/და ტრანსპორტირება სპეციფიკურია და საჭიროებს განსაკუთრებული პირობების შექმნას, აღნიშნული შესაძლებელია განხორციელდეს შესაბამისი ლაბორატორიის უფლებამოსილი პირის მიერ).
საერთაშორისო შეტყობინე