1. ბაზარზე განთავსებული (მათ შორის, საზოგადოებრივი კვების ობიექტში) სურსათის მიღებასთან ასოცირებული დაავადებების (ბოტულიზმი, სხვა ბაქტერიული საკვებისმიერი მოშხამვები, ნაწლავური ინფექციები)  შემთხვევის შესახებ  სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი 24 საათის განმავლობაში აწვდის შეტყობინებას სსიპ − სურსათის ეროვნულ სააგენტოს. შეტყობინება უნდა მოიცავდეს ინფორმაციას:

ა) ბოტულიზმის თითოეული შემთხვევის შესახებ;

ბ) სხვა ბაქტერიული საკვებისმიერი მოშხამვებისა და ნაწლავური ინფექციების ჯგუფური (3 ან მეტი) შემთხვევის შესახებ.

2. დკსჯეც-ის მიერ სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტოსადმი მიწოდებული შეტყობინება სურსათით გამოწვეული დაავადების გამოვლენის შემთხვევის შესახებ უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) დიაგნოზი ICD-10 კლასიფიკაციის მითითებით;

ბ) შემთხვევის საიდენტიფიკაციო ინფორმაცია (კონფიდენციალობის დაცვით) და დაავადებულის სტატუსი (ცოცხალი, გარდაცვლილი), რაოდენობა;

გ)  დიაგნოსტირების თარიღი;

დ) სავარაუდო პოტენციურად საფრთხის შემცველი სურსათის   დასახელება და საკვებად გამოყენებული ფორმა;

ე) პაციენტის მიერ დასახელებული საზოგადოებრივი კვების ობიექტის/სურსათის მწარმოებლის/დისტრიბუტორის და/ან რეალიზაციის ადგილის საიდენტიფიკაციო მონაცემები.

3. სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტო, ლაბორტორიული კვლევის დასრულებიდან  24  საათის  განმავლობაში, დკსჯეც-ს აწვდის ინფორმაციას  კვლევისას გამოვლენილი დაავადებების გამომწვევებით ან/და კონტამინანტებით სასურსათო პროდუქტის დასენიანების ფაქტის შესახებ. შეტყობინება უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციებს:

ა) ლაბორატორიული კვლევისთვის აღებული სურსათის  ზუსტი დასახელება და სარეალიზაციო ფორმა;

ბ) ნიმუშის აღების ადგილი და თარიღი;

გ) ლაბორატორიული კვლევის თარიღი;

დ) გამომწვევის/ტოქსინის/დამასენიანებლის საიდენტიფიკაციო მონაცემი;

ე) სურსათის მწარმოებლის/რეალიზატორის (საზოგადოებრივი კვების ობიექტის, სურსათის მწარმოებლის, რეალიზაციის ადგილის ან სხვ.), რომელიც შესაძლოა მოიცავდეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკს, საიდენტიფიკაციო მონაცემებ