1. დაავადებათა ეპიდზედამხედველობის ელექტრონული ინტეგრირებული სისტემა (დზეის) წარმოადგენს დაავადებათა შესახებ ერთიან ინფორმაციულ ბაზას და ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებულ ეროვნულ სისტემაში შემავალ ორგანოებს შორის ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტს, რომელიც გამოიყენება დაავადებათა შემთხვევების დროული შეტყობინება/ანგარიშგების, მონიტორინგისა და ანალიზისთვის.

2. ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებულ ეროვნულ სისტემაში შემავალი ორგანოები (დკსჯეც, სსიპ − საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია, სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტო, სსიპ- შემოსავლების სამსახური, სჯც) ანგარიშგების ოფიციალურ სისტემად მიღების შემდეგ, ვალდებულნი არიან დზეის-ში შემთხვევის დროულ რეგისტრაციაზე, ანგარიშგება/შეტყობინებასა და განახლებაზე, მათი კომპეტენციის ფარგლებში.

თავი V

ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებულ ეროვნულ სისტემაში შეტყობინების წესი ინფექციების ჯგუფების მიხედვ