განსაკუთრებით საშიში პათოგენების აღმოჩენის, ეპიდზედამხედველობისა და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული სისტემა მოიცავს ბიოლოგიური უსაფრთხოების სხვადასხვა დონის ლაბორატორიების ქსელს, კერძოდ:

ა) დკსჯეც/ლუგარის ცენტრს, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ბიოლოგიური უსაფრთხოების მე-2 დონისადმი წაყენებულ მოთხოვნებს, ხოლო მისი ნაწილი ბიოლოგიური უსაფრთხოების მე-3 დონისადმი დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) დკსჯეც-ის ზონალურ დიაგნოსტიკურ ლაბორატორიებს, რომლებიც უნდა აკმაყოფილებდნენ ბიოლოგიური უსაფრთხოების მე-2 დონის მიმართ დადგენილ მოთხოვნებს;

გ) სსიპ − საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიას და მის შემადგენლობაში შემავალ ზონალურ დიაგნოსტიკურ ლაბორატორიებს, რომლებიც უნდა აკმაყოფილებდნენ ბიოლოგიური უსაფრთხოების მე-2 დონისადმი დადგენილ მოთხოვნებს;

დ) დკსჯეც-ის რეგიონულ დიაგნოსტიკურ ლაბორატორიებს, რომელთა ლაბორატორიული ნაწილი უნდა აკმაყოფილებდეს ბიოლოგიური უსაფრთხოების მე-2 დონისადმი დადგენილ მოთხოვნებს;

ე) სსიპ − საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის საველე სადგურებს, (გურჯაანის, დუშეთის, მარნეულის, გორის, ამბროლაურის, ზუგდიდის, ოზურგეთის, ბათუმის ლაბორატორიები), რომელთა ლაბორატორიული  ნაწილი უნდა აკმაყოფილებდეს ბიოლოგიური უსაფრთხოების მე-2 დონისადმი დადგენილ მოთხოვნებ