1. ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებულ ეროვნულ სისტემაში მონაწილე თითოეული ორგანო, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, პასუხს აგებს:

ა) შემთხვევის დროულ აღმოჩენაზე;

ბ) შემთხვევის დროულ რეგისტრაციაზე;

გ) შემთხვევის შესახებ დროულ შეტყობინებაზე/ანგარიშგებაზე;

დ) შემთხვევის ეპიდკვლევასა და ინფორმაციის დროულ განახლებაზე;

ე) შემთხვევის  ლაბორატორიულ კვლევასა და ლაბორატორიული ღონისძიებების დეტალურ ასახვაზე;

ვ) მონაცემთა ანალიზსა და ინტერპრეტაციაზე და სახელმწიფო ხელისუფლების ცენტრალური და/ან ადგილობრივი ორგანოებისათვის შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებაზე;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, ეპიდემიისთვის მზადყოფნაზე,  ეროვნული და/ან დარგობრივი რეაგირების გეგმის თანახმად;

თ) საპასუხო ქმედებასა და ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებაზე, ეროვნული და (ან) დარგობრივი რეაგირების გეგმის თანახმად;

ი) ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების (ჯსწ-2005) მიხედვით, მოულოდნელი/უჩვეულო, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის რისკის და/ან საერთაშორისო გავრცელების საფრთხის შემცველი მოვლენის შემთხვევაში, ჯსწ-ის ეროვნული კოორდინატორისთვის შეტყობინებასა და ურთიერთთანამშრომლობაზე რისკის შეფასებისას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ − ე“ ქვეპუნქტებში მითითებული ვალდებულებები ხორციელდება დაავადებებზე ზედამხედველობის ინტეგრირებული ელექტრონული სისტემის (დზიეს) მეშვეობით, კანონმდებლობით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, თითოეული ორგანოს ხელმძღვანელი პირი პასუხს აგებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისა