მუხლი 2🔗

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა სსიპ − სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, სსიპ − საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიამ, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა სსიპ – შემოსავლების სამსახურმა, ამ დადგენილებით დამტკიცებული  წესის ძალაში შესვლასთან დაკავშირებით, უზრუნველყონ შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმირება