1. ერთიან ლაბორატორიულ სისტემაში შემავალი ლაბორატორიები ვალდებულნი არიან, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, აღმოჩენილი შემთხვევის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ იმ ორგანოებს, რომელთა წინაშე შეტყობინების ვალდებულებაც მათ ამ წესით და სხვა ნორმატიული აქტებით ეკისრებათ.
2. ერთიან ლაბორატორიულ სისტემაში შემავალი ლაბორატორიები ვალდებულნი არიან, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, აღმოჩენილი შემთხვევის ნიმუში გადააგზავნონ ზემდგომ ლაბორატორიაში.
3. განსაკუთრებით საშიშ პათოგენებზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში, შემთხვევის რეგისტრაციის შემდეგ რეგიონულმა დიაგნოსტიკურმა ლაბორატორიამ და/ან საველე სადგურმა უნდა მოახდინონ მხოლოდ (I) ნიმუშის აღება, (II) ნიმუშის შეფუთვა და (III) ნიმუშის ტრანსპორტირება ზემდგომ ლაბორატორიაში. გამონაკლისია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის ტერიტორიული ორგანოები, სადაც წარმოებს ბრუცელოზის და ჯილეხის პირველადი დიაგნოსტიკა. ნიმუშის ლაბორატორიულ ანალიზსა და შემთხვევის დადასტურებას უზრუნველყოფს მხოლოდ ზონალური დიაგნოსტიკური ლაბორატორია ან ლუგარის ცენტრი. იმ შემთხვევაში, როდესაც ნიმუშის შემდგომი ლაბორატორიული კვლევა საჭიროებს ბიოლოგიური უსაფრთხოების მე-3 დონეს, ყველა სამუშაო ტარდება მხოლოდ დკსჯეც ლუგარის ცენტრში.
4. ქვეყანაში მოქმედმა ლაბორატორიებმა (მათ შორის, სამედიცინო, სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში), რომლებიც არ შედიან ერთიან ლაბორატორიულ სისტემაში, მიუხედავად მათი უწყებრივი დაქვემდებარებისა და საკუთრების ფორმისა, განსაკუთრებით საშიშ პათოგენებზე და/ან მათ მიერ გამოწვეულ დაავადებაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ დკსჯეც-ს. ეს უკანასკნელი უზრუნველყოფს ნიმუშის შეფუთვას და უსაფრთხო ტრანსპორტირებას.
5. ქვეყანაში მოქმედმა ვეტერინარულმა ლაბორატორიებმა (მათ შორის, ვეტერინარულ კლინიკებში), რომლებიც არ შედიან ერთიან ლაბორატორიულ სისტემაში, მიუხედავად მათი უწყებრივი დაქვემდებარებისა და საკუთრების ფორმისა, განსაკუთრებით საშიში პათოგენების იდენტიფიცირების და/ან განსაკუთრებით საშიში პათოგენების მიერ გამოწვეულ დაავადებაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ სსიპ − საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიას. ეს უკანასკნელი უზრუნველყოფს ნიმუშის შეფუთვასა და უსაფრთხო ტრანსპორტირებას.
6. ნიმუშების აღება, შენახვა და უსაფრთხო ტრანსპორტირება ზემდგომ ლაბორატორიულ დონეზე უნდა მოხდეს ბიოუსაფრთხოების არსებული რეგულაციების მკაცრი დაცვით.
7. წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, ლაბორატორიის/დაწესებულების ხელმძღვანელი პირი პასუხს აგებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
დაავადებათა ზედამხედველობის ელექტრონული ინტეგრირებული სისტე