1. ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებულ ეროვნულ სისტემაში მონაწილე ყველა ორგანო, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ვალდებულია, უზრუნველყოს შემთხვევის შესახებ ან/და ეპიდემიური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის დროული/ოპერატიული რეგისტრაცია და გაცვლა სხვა ორგანოებთან დადგენილი წესის მიხედვით.
2. შემთხვევის ან/და ეპიდემიური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის სავალდებულო რეგისტრაცია, შეტყობინება/ანგარიშგება, განახლება და გაცვლა ხორციელდება დზეის-ის გამოყენებით, ამ წესით დადგენილ ვადებში.
3. დზეის-ში რეგისტრაციასთან ერთად, საჭიროებისას, შემთხვევის ან/და ეპიდემიური მდგომარეობის აღმომჩენი ორგანო ვალდებულია, ოპერატიული კომუნიკაციის ნებისმიერი მეთოდის გამოყენებით (მობილური ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა, ა.შ.) მიაწოდოს ინფორმაცია ზემდგომ ორგანოს უწყებრივი დაქვემდებარების მიხედვით და ასევე სხვა სექტორის ტერიტორიულ ორგანოებს, მათი კომპეტენციიდან და დაავადების ან/და ეპიდემიური მდგომარეობის სპეციფიკიდან გამომდინარე.
4. ეპიდემიური კერისა და გავრცელების საფრთხის მასშტაბის გათვალისწინებით, ეროვნული რეაგირების მექანიზმის ამოქმედების საჭიროებისას, შემთხვევის (მათ შორის, სურსათით ან/და წყლით გამოწვეული დაავადების) ან/და ეპიდემიური ან ეპიზოოტიური მდგომარეობის აღმომჩენი ორგანო ვალდებულია, ოპერატიული კომუნიკაციის ნებისმიერი მეთოდის გამოყენებით (მობილური ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა და ა.შ.) მიაწოდოს ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნულ ცენტრს.
5. ჯსწ-ის შეტყობინებას დაქვემდებარებული მდგომარეობის/ მოვლენის შეტყობინება ხორციელდება ოპერატიული კომუნიკაციის ნებისმიერი მეთოდის გამოყენებით (მობილური ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა, ა.შ.) ჯსწ-ის ეროვნულ კოორდინატორთა