1. ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებულ ეროვნულ სისტემაში მონაწილე პირები, განურჩევლად მათი იურიდიული ფორმისა, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში პასუხს აგებენ:
ა) შემთხვევის აღმოჩენისთანავე მის დროულ რეგისტრაციაზე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად;
ბ) შემთხვევის აღმოჩენისთანავე შეტყობინება/ანგარიშგებაზე იმ უწყების მიმართ, რომლის წინაშე შეტყობინების ვალდებულებაც მათ შესაბამისი ნორმატიული აქტით ეკისრებათ.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, სამედიცინო და ვეტერინარული მომსახურების მიმწოდებლები პასუხს აგებენ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
განსაკუთრებით საშიში პათოგენების აღმოჩენის, ეპიდზედამხედველობისა და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული სისტე