1. ამ წესის მიზანია, დროულად გამოავლინოს ბიოლოგიური საფრთხე, დაადგინოს საფრთხის გამომწვევი მიზეზი და წყარო და დროულად მოახდინოს იმ სახელმწიფო ორგანოების ინფორმირება, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საფრთხის შემცირებაზე ან/და ლიკვიდაციაზე.
2. ინფექციურ დაავადებებზე ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებული ეროვნული სისტემა:
ა) განსაზღვრავს ინტეგრირებულ ეპიდზედამხედველობის სისტემაში მონაწილე ორგანოებსა და თითოეული სტრუქტურის უფლება-მოვალეობებს;
ბ) განსაზღვრავს სხვადასხვა სექტორის ურთიერთქმედების ზოგად პრინციპებს, ინფორმაციის რეგისტრაციისა და გაცვლის წესს და აზუსტებს პროცედურებს;
გ) ადგენს ამ სისტემაში შემავალი ორგანოების მოქმედების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ არეალს.
3. ამ წესის მოთხოვნები სავალდებულოა ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებულ ეროვნულ სისტემაში მონაწილე ორგანოებისა და პირებისთვი