ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ (შემდგომში − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“) ფუნქციებია:

ა) ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციების შესახებ შეტყობინების მიღება, დამუშავება და უფლებამოსილი სუბიექტებისთვის შემდგომი რეაგირების მიზნით გადაცემა;

ბ) ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის სხვა შემთხვევების აღრიცხვა, ანალიზი და შესაბამისი სტატისტიკის წარმოებ