ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება −  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ფუნქციებია:

ა) ბირთვულ ან რადიოლოგიურ ინციდენტზე/საგანგებო სიტუაციაზე დაუყოვნებლივ რეაგირების მიზნით, სახანძრო-სამაშველო დანაყოფების ორგანიზება, განვითარება და მუდმივი მზადყოფნის უზრუნველყოფა;

ბ) რეაგირების ძალების მართვის ორგანიზება და სამოქალაქო უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელება;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციებთან დაკავშირებით ინფორმაციის საჯაროობის, გამჭვირვალობის, თავისუფალი ხელმისაწვდომობისა და გავრცელების უზრუნველყოფა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეზღუდვებისა;

დ) ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის შესახებ მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, საგანმანათლებლო პროგრამების, საკომუნიკაციო გეგმებისა და სხვა შესაბამისი ღონისძიებების შემუშავებაში მონაწილეობა;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის შედეგად წარმოქმნილი რადიოაქტიური ნარჩენების ან რადიოაქტიური წყაროს ტრანსპორტირება ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის მოთხოვნების დაცვით;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, რადიოაქტიურად დაბინძურებული მოსახლეობისა და მორეაგირე პერსონალის დეკონტამინაცი