1. ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირება უნდა განხორციელდეს ორ მკვეთრად განსაზღვრულ ტერიტორიაზე:

ა) ობიექტის ტერიტორიაზე, რომელიც მდებარეობს ბირთვული და რადიაციული დანადგარის გარშემო უსაფრთხოების პერიმეტრის საზღვრებში ან შემოსაზღვრული ტერიტორია, შესაბამისი ნიშნულებით, როგორიცაა კონტროლირებადი ტერიტორია რადიოაქტიური წყაროს, მაიონებელი გამოსხივების გენერატორის, რადიოაქტიური ნარჩენის გარშემო ან რადიოაქტიურად დაბინძურებული ტერიტორია. აღნიშნულ ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს დაცვის შიდა ზონა, რომლის უშუალო კონტროლს განახორციელებს ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი (შემდგომში − ლიცენზიის მფლობელი). ტრანსპორტირებისას, არაკონტროლირებადი რადიოაქტიური წყაროს ან რადიოაქტიური დაბინძურებისას განვითარებული ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში ობიექტის ტერიტორია თავიდან ვერ იქნება გამოყოფილი. ასეთ შემთხვევებში, აღნიშნული ტერიტორია განისაზღვრება პირველი მორეაგირის ან ლიცენზიის მფლობელის მიერ, რადიაციული დაცვისა და ბირთვული უსაფრთხოების ზომების დაცვით, რომელიც წარმოადგენს დაცვის შიდა ზონას;

ბ) ობიექტის გარეთ მდებარე ტერიტორიაზე, რომელიც არ არის ლიცენზიის მფლობელის კონტროლის ქვეშ და მასზე ავარიული სიტუაცია შესაძლებელია განვითარდეს სერიოზული გამოფრქვევის ან დასხივების (ავარიული მზადყოფნის I და II კატეგორიები) შედეგად. ობიექტის გარეთ მდებარე ტერიტორია იყოფა შემდეგ ზონებად: გამაფრთხილებელი ღონისძიებების ზონა და გადაუდებელი დაცვითი ღონისძიებების დაგეგმვის ზონა.

2. ავარიული მზადყოფნის V კატეგორიის შემთხვევაში, საკვები პროდუქტისა და ფართო მოხმარების საგნების დაგეგმვის მანძილზე, საჭიროების შემთხვევაში, დაცვითი ღონისძიებების გატარება გულისხმობს გარკვეული შეზღუდვების დაწესებას საკვებ პროდუქტსა და საყოფაცხოვრებო პროდუქტებზე, მოსახლეობის გადასახლებას, რადიაციული მონიტორინგისა და კონტროლის დამყარება