1. საქართველოში არ არსებობს ავარიული მზადყოფნის I და II კატეგორიების შესაბამისი დანადგარები. საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობის, ქვეყნის ტერიტორიაზე ან მის საზღვრებს გარეთ განთავსებული ბირთვული და რადიაციული ობიექტების, მაიონებელი გამოსხივების წყაროებისა და ბირთვული და რადიაციული საქმიანობების გათვალისწინებით, საქართველოსთვის რელევანტურია მხოლოდ III, IV და V ავარიული მზადყოფნის კატეგორიები.
2. ავარიული მზადყოფნის III კატეგორიას განეკუთვნება:
ა) გამა დანადგარები და მაიონებელი გამოსხივების გენერატორები, რომლებიც გამოიყენება ონკოლოგიაში;
ბ) გამა დანადგარები, რომლებიც გამოიყენება დოზიმეტრული აპარატურის დასაკალიბრებლად;
გ) საწარმოები, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია მაიონებელი გამოსხივების წყაროებისა და რადიოაქტიური ნარჩენების შეგროვებასა და შენახვასთან;
დ) მაიონებელი გამოსხივების წყაროები, რომლებიც გამოიყენება სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში.
3. ავარიული მზადყოფნის IV კატეგორიას განეკუთვნება:
ა) ბირთვული და რადიაციული საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია რადიოიზოტოპური დანადგარების გამოყენებასთან;
ბ) ბირთვული და რადიაციული საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია მაიონებელი გამოსხივების წყაროებთან;
გ) ბირთვული და რადიაციული საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია რადიოაქტიური მასალების ტრანსპორტირებასთან;
დ) სამედიცინო საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია რენტგენოდიაგნოსტიკურ და რენტგენოთერაპიულ გამოკვლევებთან;
ე) ბირთვული და სხვა რადიოაქტიური მასალების არალეგალური მიმოქცევა;
ვ) ტერორისტული საფრთხე;
ზ) ბირთვული დანადგარით აღჭურვილი დედამიწის ხელოვნური თანამგზავრის ატმოსფეროში დაბრუნება.
4. ავარიული მზადყოფნის V კატეგორიას განეკუთვნება:
ა) რადიონუკლიდებით დაბინძურებული პროდუქტების შემოტანა ქვეყანაში;
ბ) რადიოაქტიური დაბინძურება, რომელიც გამოწვეულია ტრანსსასაზღვრო ავარიის შედეგად.*
* საქართველოსთვის ყველაზე ახლოს მდებარე პოტენციური საფრთხის წყაროს წარმოადგენს მეწამორის (სომხეთის რესპუბლიკა) ატომური სადგური (400 მგვტ სიმძლავრის რეაქტორი), რომლისგანაც მინიმალური მანძილი საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 108,77 კმ-ია (დანართი №3 – მეწამორის ატომური სადგურის განთავსება). იმის გათვალისწინებით, რომ საკვებ პროდუქტებსა და საყოფაცხოვრებო საქონელზე შეზღუდვის რადიუსი ნაწილობრივ ფარავს საქართველოს ტერიტორიას, ავარიული მზადყოფნის V კატეგორიის შემთხვევაში, გასათვალისწინებელია დაცვითი ღონისძიებების გატარებ