1. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო (შემდგომში − სამინისტრო) წარმოადგენს რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის უზრუნველყოფის ძირითად უწყებას.

2. ეროვნული მნიშვნელობის ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ქმნის საგანგებო შტაბს, რომლის ფუნქციაა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების რეაგირების ღონისძიებების განსაზღვრა და განხორციელების ორგანიზება.

3. ეროვნული მნიშვნელობის ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში, სამინისტროს უფლებამოსილი პირი მონაწილეობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს   ან   საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის  წარდგინების საფუძველზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით  შექმნილი უწყებათშორისი ოპერატიული ცენტრის საქმიანობაში, რომელიც ოპერაციულ დონეზე ორგანიზებასა და კოორდინაციას უწევს მოსალოდნელ ან არსებულ ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებას.

4. ადგილობრივი მნიშვნელობის ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციების დროს სამინისტროს საგანგებო შტაბი, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობებთან, მუნიციპალიტეტის ორგანოებთან, აგრეთვე სახელმწიფო რწმუნებულთან კოორდინირებით ახორციელებს უსაფრთხოების უზრუნველყოფის მართვას.

5. სამინისტრო, ეროვნული მნიშვნელობის ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის დროს, განხორციელებული ღონისძიებებისა და არსებული მდგომარეობის თაობაზე ანგარიშს წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს.

6. სამინისტრო ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებ