1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებებისა, ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში:

ა) უზრუნველყოფს სამოქალაქო უსაფრთხოების ზომების გატარებას;

ბ) უზრუნველყოფს და აკონტროლებს ეროვნული და ტრანსსასაზღვრო რადიაციული ავარიებისთვის მზადყოფნისა და მათი შედეგების ლიკვიდაციის, ბირთვული და რადიაციული ობიექტების (გარდა მაიონებელი გამოსხივების გენერატორების შემცველი ობიექტებისა) ფიზიკურ დაცვას.

2. ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის დანაშაულებრივი წარმოშობის შემთხვევაში, საერთაშორისო მასშტაბით, ახორციელებს ინფორმაციის შეგროვებასა და მის წინააღმდეგ ბრძოლას. ამ მიზნით, იგი მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებთან, სხვა სახელმწიფოების შესაბამის სამსახურებსა და ინტერპოლის გენერალურ სამდივნოსთან.

3. ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის  შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი:

ა) უზრუნველყოფს სამოქალაქო პირთა უსაფრთხოებას;

ბ) უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგისა და პირთა ქონების დაცვას ხელყოფისაგან;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, გადაუდებელ დახმარებას უწევს დაზარალებულ, ასევე უმწეო მდგომარეობაში მყოფ პირებს და იღებს შესაბამის ზომებს უმეთვალყურეოდ დარჩენილი ქონების დასაცავად;

დ) ახორციელებს ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის შესახებ შეტყობინებების მიღებას, დამუშავებასა და ინფორმაციის შესაბამისი უწყებებისათვის მიწოდებას;

ე) ახორციელებს სასაზღვრო-გამტარ პუნქტებზე ბირთვული და სხვა რადიოაქტიური მასალების არალეგალური მიმოქცევის პრევენციასა და გამოვლენას, კომპეტენციის ფარგლებში;

ვ) უზრუნველყოფს ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის კერის პერიმეტრის ბირთვული უსაფრთხოების ნორმების მიხედვით დადგენილი საზღვრების დაცვას;

ზ) უზრუნველყოფს წესრიგის დაცვას ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის კერის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობაში;

თ) უზრუნველყოფს ბირთვული და სხვა რადიოაქტიური მასალების ტრანსპორტირებისას განვითარებული ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის  შესახებ ინფორმაციის მიწოდებას შესაბამისი უწყებებისათვის.

4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − საქართველოს სასაზღვრო პოლიცია:

ა) კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, სასაზღვრო ზოლში, სასაზღვრო ზონასა და საქართველოს საზღვაო სივრცეში ბირთვული და სხვა რადიოაქტიური მასალების არალეგალური მიმოქცევის პრევენციას, გამოვლენასა და აღკვეთას;

ბ) მონაწილეობს ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში სასაზღვრო ზოლში, სასაზღვრო ზონაში, საქართველოს საზღვაო სივრცესა და განსაკუთრებულ შემთხვევებში – საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი ახორციელებს ბირთვული და სხვა რადიოაქტიური მასალების საექსპერტო და სპეციალურ გამოკვლევებს, ასევე ბირთვული ან რადიოლოგიური ინციდენტების დროს, მოთხოვნის შემთხვევაში, ინციდენტის ადგილის შესწავლას, გამოსაკვლევი ობიექტების ამოღებასა და მის შემდგომ კვლევა