1. ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებამდე ავარიულმა მუშაკებმა უნდა გაიარონ ინსტრუქცია რადიაციული დასხივების რისკების, დაცვის ღონისძიებების, რადიაციული გამაფრთხილებელი ნიშნებისა და წარწერების შესახებ. მაიონებელი გამოსხივების გამაფრთხილებელი დამატებითი ნიშნები განისაზღვრება დანართ №4-ით –  „მაიონებელი გამოსხივების გამაფრთხილებელი დამატებითი ნიშანი“.

2. ავარიული მუშაკი უნდა იყოს ინფორმირებული ინდივიდუალური დაცვის საშუალებებისა და ინდივიდუალური დოზიმეტრების აუცილებელ გამოყენებაზე.

3. ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის ტერიტორიიდან გამოსვლის ადგილზე უნდა განხორციელდეს ავარიული მუშაკების დოზიმეტრული კონტროლი და მათი დეკონტამინაცია საჭიროების შემთხვევაში.

4. ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის ტერიტორიიდან გამოსვლის ადგილზე უნდა ხდებოდეს ავარიული მუშაკების დოზიმეტრული კონტროლისა და  მათ მიერ მიღებული ინდივიდუალური დოზების აღრიცხვა.

თავი III

ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებაზე პასუხისმგებელი უწყებე