1. ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის სახეებია:
ა) ბირთვული და სხვა რადიოაქტიური მასალების გამოყენებისას განვითარებული საგანგებო სიტუაცია;
ბ) საგანგებო სიტუაცია ბირთვული და სხვა რადიოაქტიური მასალებისა და მობილური რადიოაქტიური წყაროების ტრანსპორტირებისას;
გ) მეთვალყურეობის გარეშე დატოვებული, დაკარგული ან/და მოპარული რადიოაქტიური წყაროები;
დ) მოსახლეობისა და გარემოს რადიოაქტიური დაბინძურება;
ე) დასხივების სიმპტომების იდენტიფიცირება;
ვ) ტერორისტული საფრთხე;
ზ) ბირთვული და სხვა რადიოაქტიური მასალების არალეგალური მიმოქცევა ან/და მათთან მოპყრობის წესის დარღვევა;
თ) დაზიანებული რადიოაქტიური წყარო;
ი) რადიოაქტიური წყარო ხანძრის კერაში;
კ) უკონტროლო (უპატრონო) რადიოაქტიური წყაროს პოვნა;
ლ) წყლის, საკვები ან სამომხმარებლო პროდუქტების რადიონუკლიდებით დაბინძურება;
მ) ბუნებრივი რადიაციული ფონის მომატება;
ნ) ტრანსეროვნული ავარია ქვეყნის საზღვრებს გარეთ არსებულ ბირთვულ და რადიოაქტიურ დანადგარზე ან ობიექტზე მომხდარი ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის შედეგად;
ო) ქვეყნის ტერიტორიაზე ან/და ტერიტორიულ წყლებში ბირთვული დანადგარით აღჭურვილი დედამიწის ხელოვნური თანამგზავრის ატმოსფეროში დაბრუნება.
2. ცალკეული რადიოლოგიური ინციდენტის შემთხვევაში უნდა შესრულდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ №5-ში – „უსაფრთხოების ინსტრუქციები რადიოლოგიური ინციდენტების შემთხვევებში“ მოცემული უსაფრთხოების ინსტრუქციებ