1. ავტორიზებული პირი ვალდებულია უზრუნველყოს:
ა) საქართველოს კანონმდებლობითა და ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნების შესრულება;
ბ) რადიაციული დაცვის პროგრამით გათვალისწინებული პირობების შესრულება;
გ) იმ პერსონალის სიის განსაზღვრა, რომელიც ახორციელებს ვეტერინარულ რადიოლოგიურ პროცედურებს, რადიაციულ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის დანიშვნა და მისი ფუნქცია/მოვალეობების განსაზღვრა, რადიაციული დაცვის საკითხებში პერსონალის მომზადება, კვალიფიკაციის ამაღლება, ცოდნის შემოწმება და პერიოდული გადამზადება კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ) რენტგენოდიაგნოსტიკური დანადგარების მიღების, შენახვის, ექსპლუატაციისა და ექსპლუატაციიდან გამოყვანის პირობების დაცვა, რომელიც გამორიცხავს მათ უკონტროლო გამოყენებას – გადაცემის შესაძლებლობებს, აღრიცხვა – შენახვაზე პასუხისმგებელი პირის დანიშვნა;
ე) რენტგენოდიაგნოსტიკური დანადგარების ხარისხის კონტროლისა და ტექნიკური გამართულობის პერიოდული შემოწმება;
ვ) რენტგენოდიაგნოსტიკური დანადგარების გამოყენება მხოლოდ კომპეტენტური პერსონალის მიერ:
ვ.ა) რენტგენო დანადგარის (შემდგომში − ასევე რ/დანადგარი) ან/და დახურული რადიოაქტიური წყაროებისა და ღია რადიოაქტიური წყაროების მწარმოებლის უფლებამოსილი პირის მიერ, სამუშაოს დაწყებამდე, ვეტერინარული რ/დანადგარის კონკრეტული მოდელის ექსპლუატაციის წესებსა და უსაფრთხოების მოთხოვნებზე პერსონალის ინსტრუქტაჟი, რომელზეც უნდა არსებობდეს ხელმოწერილი შესაბამისი დოკუმენტი;
ზ) ექსპლუატაციიდან გამოყვანილი რენტგენოდანადგარების დემონტაჟი;
თ) რადიაციული უსაფრთხოების საკითხებში პერსონალის ინსტრუქტაჟისა და პერიოდული სამედიცინო გამოკვლევების ჩატარება;
ი) ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციების შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოში (შემდგომ – მარეგულირებელი ორგანო) შეტყობინების დროულად წარდგენა;
კ) პერსონალის, მოსახლეობის, ცხოველთა მეურვის რადიაციული დაცვა;
ლ) ვეტერინარული რენტგენოდიაგნოსტიკური კვლევების ჩანაწერების წარმოება;
მ) ვეტერინარული კლინიკის პერსონალის ინდივიდუალური დასხივების დოზების მონიტორინგი;
ნ) პერსონალის მიერ რადიოლოგიური პროცედურის დროს ინდივიდუალური დოზიმეტრის ტარების წესის დადგენა;
ო) პერსონალის მიერ მიღებული პროფესიული დასხივების დოზების ჩანაწერების წარმოება;
პ) პროფესიული დასხივების დოზის გადაჭარბების ან ანომალიური შემთხვევის გამოძიება მიზეზის დასადგენად და მისი განმეორების თავიდან ასაცილებლად.
2. რენტგენოდიაგნოსტიკური კაბინეტის დანადგარების ექსპლუატაციის, რადიაციული დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელია ავტორიზებული პირი.
3. ავტორიზებული პირი ვალდებულია, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შეიმუშაოს, დანერგოს და შეასრულოს ვეტერინარულ-რადიოლოგიური პროცედურების ხარისხის უზრუნველყოფის პროგრამა.
4. ვეტერინარულ კლინიკაში რენტგენოდიაგნოსტიკური კაბინეტის რადიაციული დაცვის საშუალებების, დანადგარების ტექნიკური მომსახურება, მონტაჟი და პროექტირება უნდა განხორციელდეს აღნიშნულ საქმიანობაზე შესაბამისი ავტორიზებული პირის მიერ.
5. ავტორიზებულმა პირმა, რომელიც შეიძენს ან/და გაყიდის, გადასცემს, ჩამოწერს რენტგენის დანადგარს, უნდა წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 დღის განმავლობაში მარეგულირებელ ორგანოს უწყებრივ რეესტრში რეგისტრაციის გავლის ან/და ცვლილებების შეტანის მიზნით.
6. რადიაციულ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის ძირითად ფუნქციებს წარმოადგენს: მაიონებელი გამოსხივების წყაროების ინვენტარიზაციის, პერსონალის ინდივიდუალური დოზებისა და ჩატარებული რენტგენოდიაგნოსტიკური გამოკვლევების ჩანაწერების წარმოება, ინსტრუქტაჟის ჩატარების, ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციებზე მზადყოფნისა და რეაგირების გეგმის შემუშავების და მისი შესრულების, მონიტორინგის და ხარისხის კონტროლის პროგრამების შესრულების, მონიტორინგისთვის გათვალისწინებული აპარატურის დაკალიბრების კონტროლი და ჩამოთვლილი საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაციის შენახვა.
7. ვეტერინარული კლინიკა, რენტგენოლოგიური განყოფილების დაგეგმარების ან საქმიანობის გაფართოების შემთხვევაში, უზრუნველყოფს დაგეგმარების, განთავსებისა და მონტაჟის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობას.
8. რ/დანადგარის გამოსახულების მიღება უნდა განხორციელდეს ციფრულ რეჟიმში, გამონაკლის შემთხვევაში დაშვებულია რენტგენოფირების გამჟღავნება ავტომატური გამომჟღავნების სისტემის მეშვეობი