1. ტექნიკური რეგლამენტი ვრცელდება ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობაზე და ადგენს რადიაციული დაცვისა და უსაფრთხოების მოთხოვნებს დიაგნოსტიკურ და თერაპიულ ვეტერინარულ რადიოლოგიაში.

2. ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი ნორმები და მოთხოვნები შესასრულებლად სავალდებულოა  ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისთვის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად.  ასევე,  ყველა იმ სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისთვის, რომლებიც ახორციელებენ ვეტერინარულ რადიოლოგიურ დასხივებასთან დაკავშირებულ საქმიანობას, რომელთა საქმიანობა რეგულირდება „რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“ საქართველოს კანონით.

3. ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებული მნიშვნელობები და ერთეულები შეესაბამება შესაბამის საერთაშორისო სტანდარტებს.

4. შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობი