1. ვეტერინარული დიაგნოსტიკური და ინტერვენციული რადიოლოგიის პერსონალი ვალდებულია:

ა) არ დაუშვას რენტგენოდანადგარის მონტაჟის, რემონტის და იუსტირების ხარისხის შემოწმება ცხოველზე და ადამიანზე რენტგენოლოგიური გამოკვლევის ჩატარების მეშვეობით;

ბ) რენტგენის დანადგარებისა და დაცვის საშუალებების დაზიანების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს რადიაციულ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირს;

გ) რენტგენოდიაგნოსტიკური პროცედურების ჩატარებისას სამართავი ოთახიდან თვალი ადევნოს ცხოველის მდგომარეობას;

დ) ვეტერინარული რენტგენოლოგიური გამოკვლევების ჩატარებისას გამოიყენოს ინდივიდუალური და გადასატანი დაცვის საშუალებები;

ე) ფლობდეს ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის გეგმის ცოდნას და ამგვარი სიტუაციის განვითარების შემთხვევაში შეასრულოს გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები;

ვ) აცნობოს ცხოველის მფლობელს რადიაციის ზემოქმედებასთან დაკავშირებული შესაძლო რისკების შესახებ პროცედურის დროს.

2. ვეტერინარი  ვალდებულია:

ა) მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება რენტგენოლოგიური გამოკვლევის მოცულობის, სახეობისა და ჩატარების აუცილებლობის შესახებ;

ბ) შეიმუშაოს რენტგენოლოგიური გამოკვლევების სტანდარტული რეჟიმები სტანდარტულ ცხოველზე;

გ) ვეტერინარმა, რომელიც გასცემს დანიშნულებას რენტგენოდიაგნოსტიკური, ბირთვული მედიცინის ან/და სხივური თერაპიის პროცედურების ჩატარებაზე, უნდა მიუთითოს საჭირო ინფორმაცია მიმართვის მიზეზის შესახებ პროცედურის დასაბუთებისთვის;

დ) ვეტერინარმა უნდა გაითვალისწინოს ცხოველის მიერ ადრე ჩატარებული დიაგნოსტიკური მკურნალობის შესახებ ინფორმაცია (ან ჩანაწერები), რომლებიც დაკავშირებულია ცხოველის დასხივების შემდგომ პროცედურასთან, რათა შეძლებისდაგვარად თავიდან იქნეს აცილებული ცხოველის დაუსაბუთებელი დასხივება.

3. რადიოგრაფერი (რენტგენო-ლაბორანტი, ტექნიკოსი, ვეტერინარ-ოპერატორი) ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს რენტგენოდიაგნოსტიკური გამოკვლევის ჩატარება ოპტიმალური რეჟიმების დაცვით;

ბ) გამოკვლევისთვის შეარჩიოს ოპტიმალური რეჟიმები (ძაბვა, დენის ძალა, ფილტრის სისქე, დიაფრაგმის ზომა, კან-ფოკუსს შორის მანძილი და სხვა);

გ) უზრუნველყოს ცხოველის მაქსიმალურად ეფექტური პოზიციონირება;

დ) უზრუნველყოს გამოკვლევის/დასხივების ველის ზომებისა და გამოსაკვლევი დროის მინიმიზაცია გამოკვლევის ხარისხის შენარჩუნებით;

ე) უზრუნველყოს ხარისხიანი რენტგენოგამოსახულების მიღება.

4. ვეტერინარიულ-რადიოლოგიურ პროცედურებში შესაძლებელია მონაწილეობა მიიღონ კლინიკის სხვა პერსონალმა, ან/და ცხოველთა  მეურვემ, რომლებიც ეხმარებიან ვეტერინარ- ოპერატორს გამოკვლევის ჩატარებაში.

5. ვეტერინარი, რომელიც ატარებს ქირურგიულ ოპერაციებს ცხოველებზე მაიონებელი გამოსხივების წყაროს გამოყენებით,   მაიონებელ გამოსხივებასთან მუშაობისთვის უნდა იყოს შესაბამისად გადამზადებული,  სერტიფიცირებული და  ჰქონდეს მარეგულირებელი ორგანოს მიერ გაცემული თანხმობ