1. რენტგენოდიაგნოსტიკური პროცედურების დროს პერსონალის რადიაციული უსაფრთხოების ოპტიმიზაციის მიზნით, ვეტერინარი-ოპერატორის მიერ პირველადი მაიონებელი გამოსხივებისას გამოყენებული უნდა იქნეს შეძლებისდაგვარად უმცირესი ველი, სწორად უნდა განხორციელდეს დიაფრაგმის დაყენება (გასწორება).
2. პირველადი მაიონებელი გამოსხივების მიმართულება უნდა შეირჩეს სწორად ისეთი მიმართულებით, სადაც არ იმყოფებიან სხვა ცხოველები და მათი მეურვეები.
3. რენტგენოდიაგნოსტიკური პროცედურის ჩატარებამდე, ცხოველს მოცილებული უნდა ჰქონდეს საყელო, სამაგრი და სხვა ნივთები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს გამოკვლევის შედეგებზე. ცხოველის სხეული უნდა იყოს (კანი, ბეწვი, ბუმბული) მშრალი.
4. რენტგენოდიაგნოსტიკური პროცედურების დროს, შეიძლება გამოყენებულ იქნეს დამხმარე საშუალებები ცხოველების მოძრაობის შესაჩერებლად. ეს დამხმარე საშუალებები, უნდა აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ უნდა გამოიწვიოს ტკივილი ცხოველის ორგანიზმში. ამის თავიდან ასაცილებლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს ვეტერინარული ანესთეზიის საშუალებები ცხოველების დასამშვიდებლა