1. პერსონალმა უნდა უზრუნველყოს, წყაროებთან მუშაობის დროს გამოყენებული ლაბორატორიული ჭურჭლისა და ხელსაწყოების უსაფრთხო გამოყენება, კერძოდ:

ა) უნდა მოხდეს მათი შენახვა და განთავსება სხვა ლაბორატორიული ჭურჭლისა და სამუშაო ხელსაწყოებისგან განცალკევებით;

ბ) უნდა იყოს ჰერმეტულად დალუქული (არ უნდა იყოს დაჟანგული, გაბზარული);

გ) უნდა იქნეს ნიშანდებული რადიონუკლიდის, მისი აქტივობის ან/და პრეპარატის დასახელების აღმნიშვნელი ნიშნით;

დ) დამზადებული უნდა იყოს არაფოროვანი/გლუვი, წყალგაუმტარი მასალებისგან.

2. მაიონებელი გამოსხივების ღია წყაროებთან მუშაობის დაწყებამდე, რადიოაქტიური დაბინძურებისა და დაუსაბუთებელი დასხივების თავიდან ასაცილებლად,  პერსონალმა უნდა მოახდინოს  გამოყენებული დანადგარების, მოწყობილობებისა და სხვა სამუშაო ხელსაწყოების მდგომარეობის ზოგადი ვიზუალური შეფასება.

3. ვეტერინარ-ოპერატორმა უნდა აწარმოოს მიღებული და გამოყენებული მაიონებელი გამოსხივების ღია წყაროების შესახებ სარეგისტრაციო მონაცემები:  მაიონებელი გამოსხივების ღია წყაროების დასახელება, რადიონუკლიდი, მაიონებელი გამოსხივების ტიპი, სერტიფიკატის ან ტექნიკური პასპორტის ნომერი, საწყისი აქტივობა, ფიზიკური მდგომარეობა, საშიშროების ნიშანი, მაიონებელი გამოსხივების ღია წყაროების გამოყენების თარიღი, დანიშნულება, წყაროს აქტივობა.

4. დანიშნულებისამებრ განხორციელდეს განსაზღვრული ინდივიდუალური დამცავი საშუალებების გამოყენება.

5. საჭიროების შემთხვევაში გამოყენებულ  იქნეს დისტანციური მოწყობილობები მაიონებელი გამოსხივების ღია წყაროების შეფუთვისას.

6. სამუშაო ადგილის ზედაპირებიდან რადიოაქტიური დაბინძურების მოსაშორებელად გამოყენებულ იქნეს რადიოაქტიური დაბინძურების მოსაშორებელი სპეციალური საშუალებები.

7. პერსონალმა, რადიოაქტიურ წყაროებთან სამუშაოს დასრულების შემდეგ უნდა უზრუნველყოს:

ა) რადიოაქტიური წყაროების იმ შესანახ ოთახში ან კონტეინერში დაბრუნება, სადაც ინახება რადიოაქტიური წყაროები;

ბ) სამუშაო ადგილის გასუფთავება დამცავი ხელთათმანების დახმარებით (სამუშაო ადგილის ზედაპირების გაწმენდა, ლაბორატორიული ჭურჭლის და სხვა სამუშაო ხელსაწყოების გარეცხვა, მუშაობის დროს წარმოქმნილი რადიოაქტიური ნარჩენების შეგროვება და ა.შ.);

გ) გაზომვები სამუშაო ადგილების, ლაბორატორიული ჭურჭლისა და სხვა სამუშაო ხელსაწყოების რადიოაქტიური დაბინძურების გამოსავლენად გაზომვები უნდა ჩატარდეს  მეტროლოგიურად დამოწმებული მოწყობილობების გამოყენებით, რომლებიც შეესაბამება  მაიონებელი გამოსხივების ღია წყაროებიდან გამოსხივებული მაიონებელი გამოსხივების ტიპსა და ენერგიას. უნდა მოხდეს გაზომვების გადაყვანა ბკ/სმ2-ზე ერთეულში. სამუშაო ადგილების, ლაბორატორიული ჭურჭლისა და სხვა სამუშაო ხელსაწყოების ზედაპირების რადიოაქტიური დაბინძურების გაზომვის შედეგების საფუძველზე, უნდა მოხდეს სამუშაო ადგილის რადიოაქტიური დაბინძურების შეფასება და საჭიროების შემთხვევაში მათი გასუფთავებ