1. ავტორიზებულმა პირმა უნდა განახორციელოს რადიაციული მონიტორინგი. ავტორიზებული პირი, დამოუკიდებლად ან სხვა ავტორიზებული ორგანიზაციის დახმარებით, აწარმოებს პერსონალის ინდივიდუალური დოზებისა და სამუშაო ადგილების მონიტორინგს.

2. მონიტორინგი მოიცავს:

ა) ინდივიდუალურ მონიტორინგს, ანუ საკონტროლო ზონაში მომუშავე ყველა პირის წლიური ეფექტური დოზების დადგენასა და რეგისტრაციას დასხივების პოტენციური რისკის გათვალისწინებით;

ბ) სამუშაო ადგილის პერიოდულ მონიტორინგს საკონტროლო და დაკვირვების ზონაში, ასევე მოსაზღვრე სათავსებში. სამუშაო ადგილისა და მიმდებარე სათავსების დოზიმეტრიული კონტროლი უნდა განხორციელდეს 2 წელიწადში ერთხელ.

3. პერსონალი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ინდივიდუალური დოზიმეტრებით, უნდა წარმოებდეს მიღებული დოზების კონტროლი, აღრიცხვა და დაფიქსირება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. ავტორიზებული პირი მიღებული შედეგების საფუძველზე ახორციელებს პერსონალის პროფესიული დასხივების შეფასებას და შედეგების პროგნოზირებას.

5. მონიტორინგის შედეგები უნდა დარეგისტრირდეს ჟურნალში. სამუშაო ადგილის მონიტორინგის შედეგები დაიტანება სამუშაო სათავსების სქემა-ნახაზზე, მაგენერირებელი წყაროების მითითებით.

6. მონიტორინგისათვის გამოიყენება გაზომვის ისეთი საშუალებები, რომლებიც შეესაბამება სტანდარტებს და გააჩნია დაკალიბრების დოკუმენტი. დოზიმეტრული გაზომვების შედეგები უნდა დაფიქსირდეს ოქმში.

7. გაზომილი დოზის სიმძლავრის მონაცემები არ უნდა აღემატებოდეს ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი გამოსხივების დასაშვები დოზის – „დოზური ზღვრები – ცხრილი N1“ სიმძლავრის მნიშვნელობებს.

ცხრილი 1.  დოზური ზღვრები:

დოზური ზღვრები

კატეგორია

პერსონალი

სტუდენტები

მოსახლეობა

ეფექტური დოზა

20 მზვ.. წელიწადში.

საშუალოდ ნებისმიერი 5

მომდევნო წლის

განმავლობაში (100 მზვ.- 5

წელიწადში), მაგრამ

არაუმეტეს 50 მზვ.

ნებისმიერი ცალკეული

წლისათვის

6 მზვ. წელიწადში

1 მზვ. წელიწადში

წლიური დოზის ექვივალენტი

კანზე

500 მზვ.

150 მზვ.

50 მზვ.

მტევნებსა

და ტერფებზე

500 მზვ.

150 მზვ.

50 მზვ.

თვალის ლინზა

20 მზვ.

საშუალოდ ნებისმიერი

5 მომდევნო წლის

განმავლობაში (100 მზვ..- 5

წელიწადში), მაგრამ

არაუმეტეს 50 მზვ..

წელიწადში.

20 მზვ.

15 მზვ.

8.  ეს მუხლი  ვრცელდება ვეტერინარულ მედიცინაში ყველა სახის ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განხორციელებისა