1. ვეტერინალურ კლინიკას, რომელიც აწარმოებს ვეტერინარულ რენტგენოდიაგნოსტიკურ გამოკვლევებს, უნდა ჰქონდეს :
ა) ავტორიზაცია;
ბ) რენტგენოდიაგნოსტიკური კაბინეტის პროექტირების მასალები, რადიაციული დაცვის შესაბამისი გაანგარიშებით;
გ) რენტგენის დანადგარების ჩამონათვალი, მათი მონაცემები და ექსპლუატაციის სახელმძღვანელო სახელმწიფო ენაზე;
დ) შესაბამისი რენტგენოდიაგნოსტიკური გამოკვლევების პროტოკოლები (გაიდლაინები), ოპტიმალური რეჟიმები;
ე) დანადგარების ტექნიკური მომსახურების დოკუმენტები (დანადგარის ტექნიკურ მომსახურებაზე დადებული ხელშეკრულება), საკონტროლო-ტექნიკური ჟურნალი (მონტაჟის, რემონტის, ტესტირების, მომსახურების ჩანაწერები);
ვ) რადიაციული დაცვის პროგრამა (მონიტორინგის და ხარისხის უზრუნველყოფის პროგრამები);
ზ) პერსონალის ინდივიდუალური დოზებისა და სამუშაო ადგილების მონიტორინგის მონაცემები;
თ) რენტგენოდანადგარების ხარისხის კონტროლის ოქმები;
ი) პერსონალის კვალიფიკაციის, რადიაციული უსაფრთხოების საკითხებში გადამზადების და ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის დამადასტურებელი დოკუმენტები;
კ) შესაბამის ავტორიზებულ ორგანიზაციებთან დადებული ხელშეკრულება;
ლ) ჩატარებული რენტგენოლოგიური პროცედურების აღრიცხვის ჟურნალი – დანათი N2 – მატერიალური ან ელექტრონული სახით;
მ) ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს შესაბამისი პერსონალისა და მარეგულირებელი ორგანოსათვის.