1. დაუშვებელია სხივური თერაპიის განყოფილების განთავსება საცხოვრებელ და საზოგადოებრივ შენობებში.

2. გარეგანი – დისტანციური სხივური თერაპიის კაბინეტის ბიოლოგიური დაცვა უნდა უზრუნველყოფდეს, რომ, წყაროს ნებისმიერ პოზიციაში და გამოსხივების ნაკადის ნებისმიერი მიმართულებით გავრცელებისას, პერსონალის სამუშაო ადგილზე წლიური ეფექტური დოზა არ აღემატებოდეს 10 მზვ.-ს, ხოლო მოსახლეობისათვის – 0,3 მზვ.-ს. ნებისმიერი დასხივებისას და ნებისმიერ ადგილზე, სადაც შეიძლება იმყოფებოდეს ადამიანი (გარდა საპროცედუროსა, სადაც  იგი კონტროლირდება), ეკვივალენტური დოზის სიმძლავრე არ უნდა აღემატებოდეს 20 მკზვ/სთ- ში.

3. ცხოველზე დაკვირვებისთვის უნდა იქნეს დამონტაჟებული  უწყვეტი ვიდეოთვალთვალის სისტემა, რომელიც საშუალებას მისცემს ვეტერინარ-ოპერატორს, სხივური თერაპიის პროცედურის დროს სამუშაო ადგილიდან, დაკვირვების ფანჯრიდან ან კომპიუტერის ეკრანზე დააკვირდეს ცხოველს.

4. საპროცედურო კაბინეტში, სიმულატორის და რადიოაქტიური წყაროების შესანახის ყველა შესასვლელ კარზე უნდა გაიკრას რადიაციული საშიშროების ნიშანი. საპროცედურო კაბინეტში(ბუნკერში), შესასვლელთან უნდა დამონტაჟდეს შუქნიშნის ტაბლო, რომელიც აინთება სხივური თერაპიის დანადგარის ჩართვისას, ცხოველის პოზიციონირებისას, პროცედურის ჩატარებისას და აკრძალული პერიოდის დროს.

5. ბრაქითერაპიის განყოფილების ბიოლოგიური დაცვა უნდა უზრუნველყოფდეს, რომ, წყაროს ნებისმიერ პოზიციაში და გამოსხივების ნაკადის ნებისმიერი მიმართულებით გავრცელებისას, პერსონალის სამუშაო ადგილზე წლიური ეფექტური დოზა არ აღემატებოდეს   ხოლო მოსახლეობისათვის – 0,3 მზვ./წ-ში. ეკვივალენტური დოზის სიმძლავრე პროცედურის ნებისმიერ ეტაპზე ნებისმიერ ადგილას, სადაც შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი, არ უნდა აღემატებოდეს 20 მკზვ/სთ (გარდა საკონტროლო ზონისა).

6. სათავსები დაპროექტებული და აღჭურვილი უნდა იქნეს ტექნოლოგიური პროცესის თანმიმდევრობის შესაბამისად.

7. პერსონალის სამუშაო ადგილები არ უნდა იყოს განლაგებული პირველადი მაიონებელი გამოსხივების სხივის მიმართულებით. ეს მოთხოვნა ასევე ეხება არსებული გარე სხივური თერაპიის დაწესებულებებს.

8. იმ განყოფილებაში, სადაც იგეგმება 10 მეგა ელექტრონული ვოლტი ( შემდგომ – მევ)  და მეტი ძაბვის ამაჩქარებლის დაყენება, ასევე გათვალისწინებული უნდა იქნეს გამოსხივებული ნეიტრონები.

9. სხივური თერაპიის რ/დანადგარიდან მაიონებელი გამოსხივების გაჟონვის ინტენსივობის განსაზღვრისას, საშუალო დოზის  სიმძლავრე 100 სმ2 ფართობზე უნდა იქნეს გამოთვლილი,  წყაროს ზედაპირიდან 1 მ მანძილზე ან გამოითვლება 10 სმ2 ფართობზე წყაროს  ზედაპირიდან 5 სმ დაშორებით.

10. ვეტერინარ-ოპერატორმა უნდა უზრუნველყოს: ცხოველი, რომელშიც მოხდა რადიოაქტიური წყაროს იმპლანტაცია დაბალი დოზით ბრაქითერაპიის პროცედურის დროს, კლინიკიდან გაწერამდე დატოვებს სამკურნალო ოთახს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, ასეთ შემთხვევებში ცხოველს მუდმივად უნდა ახლდეს ვეტერინარული კლინიკის პერსონალი.

11. ცხოველის კლინიკიდან გაწერისას ბრაქითერაპიის პროცედურის შემდეგ ვეტერინარ – ოპერატორმა უნდა უზრუნველყოს:

ა) ცხოველის სხეულის ზედაპირზე დოზის სიმძლავრის გაზომვა;

ბ) ცხოველის მეურვეს ბრაქითერაპიის პროცედურის შემდგომ, უნდა გადაეცეს ბარათი, რომელშიც მოცემულია ინფორმაცია ცხოველზე ჩატარებული ბრაქითერაპიის პროცედურის, ამ პროცედურის დროს გამოყენებული რადიონუკლიდისა და ცხოველის სხეულის ზედაპირზე გაზომილი დოზის სიმძლავრის შესახებ  ვეტერინარული კლინიკიდან გაწერის დროს.

12. პერსონალმა უნდა უზრუნველყოს, რომ ბრაქითერაპიის პროცედურის შემდეგ, ცხოველის მეურვეს მიაწოდოს ცხოველის მოვლის შესახებ რეკომენდაციები  და გასცეს უსაფრთხოების ინსტრუქცია, რომელიც მოიცავს:

ა) თუ წყაროს იმპლანტაციის პროცედურები გაგრძელდება, იმპლანტის შესახებ უნდა იყოს ინფორმირებული ყველა პირი, ვისაც ექნება კონტაქტი ცხოველთან (პრაქტიკანტი, ასისტენტი და ა.შ.);

ბ) ცხოველის კლინიკიდან გაწერისას სახლში, სადაც მას შეიძლება ჰქონდეს მჭიდრო კონტაქტი ცხოველის მეურვესთან ან  ცხოველის მეურვის ოჯახის წევრებთან (განსაკუთრებით მცირეწლოვან ბავშვებთან ან ორსულებთან), არ უნდა მოხდეს ცხოველიდან 1 მ-ზე უფრო ახლოს ყოფნა. სასურველია, ცხოველი  მოთავსდეს სხვა ცხოველებისგან განცალკევებით;

გ) ცხოველის დეფეკაციის და/ან ღებინების შემდეგ, ნარჩენები  და გამოყენებული დამცავი და გამწმენდი საშუალებები უნდა შეგროვდეს ერთჯერადი ხელთათმანების დახმარებით ერთჯერად, ორმაგი ნაგვის ტომარაში,  შენახული უნდა იყოს მოშორებულ ადგილას და შეიძლება გადაგდება საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვების ადგილას მხოლოდ მას შემდეგ, რაც დავრწმუნდებით, რომ ისინი არ შეიცავენ დახურულ რადიოაქტიურ წყაროებს, რომლებმაც დატოვეს ცხოველის სხეული (დოზიმეტრული გაზომვების შემდეგ);

დ) არ არის რეკომენდებული ცხოველის ტრანსპორტირება საზოგადოებრივი ტრანსპორტით.

13. ცხოველთან ერთად ნებისმიერი ქვეყნის საზღვრის გადაკვეთისას, აუცილებელია ცხოველის მეურვეს გააჩნდეს „ბირთვული პროცედურების ჩატარების შემდეგ ცხოველისთვის რადიაციული უსაფრთხოების  ბარათი – დანართი N4, სადაც მითითებული იქნება, რომ აქვს გავლილი ბრაქითერაპიის პროცედურ