1. ცხოველთა ტრანსპორტირებისას უზრუნველყოფილი უნდა  იქნეს,  გადასაყვანი შესაბამისი აღჭურვილობა (გალიები ან სხვა კონტეინერები) და  აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) ცხოველების სატრანსპორტო (გადასაყვანი) აღჭურვილობის ფსკერი უნდა იყოს წყალგაუვალი, ასევე დაფარული სითხის მშთანთქმელი ზედაპირით (მაგალითად, ჩალა, ნახერხი, ხის ნაფლეთები და ა.შ.);

ბ) ცხოველების სატრანსპორტო (გადასაყვანი) აღჭურვილობის სხვა შიდა ზედაპირები უნდა იყოს დაფარული არაფოროვანი, წყალგაუმტარი მასალებისგან, რომელიც ადვილად გაიწმინდება და მოხდება მისი დეზინფექცია;

გ) საკვებურები  და საწყურებლები  აღჭურვილი უნდა იყოს ისე, რომ საკვები და წყალი მიეწოდოს ცხოველს სატრანსპორტო (გადასაყვანი) აღჭურვილობის გარედან;

დ) ცხოველების სატრანსპორტო (გადასაყვან) აღჭურვილობაზე,  რომლებმაც გაიარეს ბირთვული მედიცინის პროცედურები, უნდა იქნეს მითითებული  ინფორმაცია (აქტივობა და გამოკვლევის თარიღი) იმ რადიონუკლიდის შესახებ, რომელიც გამოყენებული იქნა გამოკვლევისას;

ე) ცხოველის ლეში, რომელსაც გავლილი აქვს ბირთვული მედიცინის პროცედურა,   დამუშავდეს ისე, რომ რადიოაქტიური მასალები არ გავრცელდეს გარემოში და არ შეუქმნას საფრთხე მოსახლეობას.

2. ბირთვული მედიცინის განყოფილებიდან ცხოველების გაწერის პროცედურაა:

ა) დოზის სიმძლავრის გაზომვა ცხოველის სხეულის ზედაპირზე. ცხოველების კლინიკიდან გაწერა შესაძლებელია, როდესაც დოზის სიმძლავრე ცხოველის სხეულის ზედაპირზე არ აღემატება 100 მკზვ/სთ-ს;

ბ) ცხოველის მეურვეს უნდა მიეცეს ბარათი ცხოველისთვის, რომელმაც გაიარა ბირთვული მედიცინის პროცედურა, რომელშიც მოცემულია ინფორმაცია, ცხოველზე ჩატარებული ბირთვული მედიცინის პროცედურის დასახელების, ამ პროცედურის დროს გამოყენებული რადიონუკლიდისა და კლინიკის დატოვებისას ცხოველის სხეულზე გაზომილი დოზის სიმძლავრის შესახებ;

გ) ვეტერინარ-ოპერატორმა უნდა უზრუნველყოს, რომ ბირთვული მედიცინის პროცედურების შემდეგ, ცხოველის მეურვეს ეცნობოს ცხოველთა მოვლის რეკომენდაციები და მიეწოდოს წერილობითი უსაფრთხოების სამახსოვრო ინსტრუქცია, რომ არ არის რეკომენდირებული:

გ.ა) სამკურნალო პროცედურიდან ერთი კვირის განმავლობაში ცხოველისგან 1 მ-ზე უფრო ახლოს ყოფნა რამდენიმე წუთზე მეტხანს და  შეძლებისდაგვარად  უნდა მოშორდეს  ცხოველი სხვა ცხოველებს;

გ.ბ) ცხოველთან შეხება და მის მიერ გამოყენებულ ინვენტარზე ხელის შეხება (მაგალითად, ცხოველის მოფერება, ჯდომა, წოლა იმავე ავეჯზე, რომელზეც ცხოველი იჯდა, იწვა);

გ.გ) ცხოველის ტრანსპორტირება საზოგადოებრივი ტრანსპორტით. თუ ცხოველი გადაყვანილია საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მოგზაურობა არ უნდა გაგრძელდეს 1,5 საათზე მეტ ხანს;

გ.დ) ცხოველების კონტაქტი ბავშვებთან და ორსულ ქალებთან;

დ) ბირთვული მედიცინის პროცედურის დასრულებიდან სულ მცირე ორი კვირის განმავლობაში, ცხოველის მოშარდვის, დეფეკაციის და/ან ღებინების შემდეგ, ექსკრემენტი (დაბინძურებული მასა) უნდა შეგროვდეს ერთჯერადი ხელთათმანების დახმარებით ერთჯერად, სუფთა ჭურჭელში. დაბინძურებული და გამოყენებული გამწმენდი საშუალებები უნდა შეგროვდეს ორმაგი ნაგვის ტომარაში, ინახებოდეს მოშორებულ ადგილას და შეიძლება განთავსდეს საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერში შენახვის დაწყებიდან არაუადრეს სამი თვისა;

ე) ცხოველის  ბირთვული მედიცინის პროცედურის დასრულებიდან 3 თვის განმავლობაში, ნებისმიერი სახელმწიფოს საზღვრის  გადაკვეთისას, აუცილებელია იქონიოს  შესაბამისი ბარათი საკონტროლო – ტექნიკური ჟურნალის ფორმა – დანართი N3 იმ ცხოველისთვის, რომელმაც გაიარა ბირთვული მედიცინის პროცედურა.

თავი IV. რადიაციული უსაფრთხოების მოთხოვნები სხივურ თერაპია