1. ავტორიზებული პირი ვალდებულია, რადიაციული დაცვის პროგრამაში გაწეროს შესაბამისი პროცედურები, რომელიც  მოიცავს ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ყველა ეტაპს, კერძოდ:

ა) საქმიანობის აღწერა, დასაბუთება;

ბ) პერსონალის ფუნქცია-მოვალეობების გადანაწილება;

გ) საკონტროლო და დაკვირვების ზონების განსაზღვრა, მონიშვნა;

დ) ინფორმაცია მაიონებელი გამოსხივების წყაროების შესახებ (ჩამონათვალი, აქტივობა, უსაფრთხოება,სამუშაო ხსნარების მომზადება, ადმინისტრირება და სხვა);

ე) რადიოაქტიური წყაროს შეფუთვის გახსნის პროცედურა;

ვ) დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესაბამისი პროტოკოლები სახელმწიფო ენაზე;

ზ)  ავარიული კომპლექტით აღჭურვა შესაბამისი ჩამონათვალის მითითებით;

თ) ინდივიდუალური დაცვის საშუალებების ჩამონათვალი;

ი)  დანადგარების ჩამონათვალი;

კ) წარმოქმნილი რადიოაქტიური ნარჩენების მართვა;

ლ) რადიოაქტიური  წყაროების და რადიოაქტიური ნარჩენების აღრიცხვა (მათ შორის, ცხოველთა ექსკრემენტებისა და ცხოველის ლეშის), სამუშაოს დასრულების შემდეგ სამუშაო ადგილის დასუფთავება (ზედაპირების რადიოაქტიური დაბინძურების კონტროლი/ დეკონტამინაცია და ა.შ.).

2. ავტორიზებულმა პირმა სამუშაოს დაწყებამდე უზრუნველყოს პერსონალის სპეციალური მომზადება, პერიოდული გადამზადება და შემოწმება უსაფრთხო მუშაობის წესებისა და ინსტრუქციების საკითხებში რენტგენოდანადგარის, ღია ან/და დახურული რადიოაქტიური წყაროების გამოყენებისა და უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის შესახებ. ამ გადამზადებაზე   ხელი უნდა მოაწეროს ვეტერინარული რ/დანადგარების, ღია და/ან დახურული რადიოაქტიური წყაროების მწარმოებელმა, ან მწარმოებლის მიერ დანიშნულმა სერტიფიცირებულმა პირმა.

3. ვეტერინარს, რომელსაც სურს იმუშაოს ბირთვული მედიცინის ან/და ღია რადიოაქტიურ წყაროებთან, უნდა ჰქონდეს პროფესიული ცოდნისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტებ