1. რენტგენოლოგიური პროცედურების დროს ხშირად შეუძლებელია ცხოველის უძრავ მდგომარეობაში დაფიქსირება და პოზიციონირება, ცხოველის დამშვიდება ან ვეტერინარული ანესთეზიური საშუალებებით მისი დროებითი ანესთეზია, ვეტერინარულ-რადიოლოგიური პროცედურების დროს ცხოველი შეიძლება დაიჭირონ დამხმარე, გარეშე პირებმა (მაგ. ცხოველის პოზიციონირებისთვის, ცხოველის დამშვიდებისთვის და ა.შ.). დამხმარე პირები შესაძლებელია, იყვნენ:
ა) ცხოველის მეურვე ან ვეტერინარული დაწესებულების პერსონალი, რომელიც მუშაობს მაიონებელი გამოსხივების წყაროსთან და რომელსაც დავალებული აქვს ვეტერინარ-ოპერატორს დაეხმაროს რენტგენოდიაგნოსტიკური პროცედურის ჩატარებაში (გარდა კომპიუტერული ტომოგრაფიისა ან ინტერვენციული რადიოლოგიური პროცედურებისა);
ბ) ვეტერინარიული კლინიკის სხვა პერსონალი, რომელიც არ მუშაობს მაიონებელი გამოსხივების წყაროსთან და ვეტერინარი-ოპერატორი მიმართავს ვეტერინარული რენტგენოლოგიური პროცედურის ჩატარებისას დახმარების თხოვნით.
2. დამხმარე პირები არ უნდა იყვნენ 18 წლამდე ასაკის პირები და ორსული ქალები. აღნიშნული გაფრთხილება უნდა იყოს გამოკრული საკონტროლო ზონის შესასვლელთან თვალსაჩინო ადგილას.
3. ვეტერინარ-ოპერატორმა უნდა უზრუნველყონ, რომ დამხმარე პირთა წლიური ეფექტური დოზა არ აღემატებოდეს 1 მზვ.-ს.
4. ავტორიზებულმა პირმა უნდა უზრუნველყოს:
ა) რადიაციული უსაფრთხოების და ქცევის ინსტრუქციების მომზადება დამხმარე პირებისთვის. ვეტერინარულ-რენტგენოლოგიურ პროცედურებში ჩართვამდე ეს პირები წერილობით უნდა გაეცნონ ინსტრუქციას;
ბ) დამხმარე პირების ინფორმირება მაიონებელი გამოსხივების შესაძლო ზემოქმედების შესახებ მათ ჯანმრთელობაზე;
გ) დამხმარე პირების ან ცხოველის მეურვის ინფორმირება მოსალოდნელი რისკებისა და დასხივების დოზის შესახებ;
დ) ვეტერინარული რენტგენოდიაგნოსტიკური კაბინეტის აღჭურვა დამხმარე პერსონალისთვის განკუთვნილი ინდივიდუალური დაცვის საშუალებების საკმარისი რაოდენობით.
5. ვეტერინარ-ოპერატორმა უნდა უზრუნველყოს, რომ დამხმარე პირი იყოს მაქსიმალურად დაშორებული მაიონებელი გამოსხივების წყაროსგან და მისი სხეულის არცერთი ნაწილი არ უნდა მოხვდეს გამოსხივების ველში.
6. იმ შემთხვევაში, თუ დამხმარე პირი არ იკავებს ხელით ცხოველს დაფიქსირებისთვის და მისი საპროცედუროში ყოფნა აუცილებელია მხოლოდ ცხოველის დამშვიდებისთვის, გადაღებისას ვეტერინარ – ოპერატორმა უნდა უზრუნველყოს, რომ დამხმარე პირი რენტგენის მილაკისგან დაშორებული იყოს არანაკლებ 2 მ. დისტანციით.
7. აკრძალულია ცხოველის დაჭერა/ფიქსაცია დამხმარე პირის მიერ სხივური თერაპიისა და ბირთვული მედიცინის პროცედურების დროს. ამ პროცედურების დროს ცხოველი უნდა იყოს დამამშვიდებლის ან დროებითი ვეტერინარული ანესთეზიური საშუალებების ზემოქმედების ქვე